„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 3 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 3 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/06/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.128.016580
7
17/06/2026
ვებგვერდი, 18/06/2026
010250050.35.128.016580
„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 3 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2026 წლის 17 ივნისი

დაბა ხარაგაული

 

„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 3 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 3 ივლისის №16 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 04/07/2024, სარეგისტრაციო  კოდი: 010250050.35.128.016532):

1. დადგენილებით    დამტკიცებული „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის დებულების“ მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. პროგრამაში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის პრინციპები

1. პროგრამის ფარგლებში წახალისებულია ისეთი საპროექტო წინადადებების წარმოდგენა, რომლებიც ემსახურება საზოგადოებაში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის პრინციპების დანერგვასა და გაძლიერებას, დისკრიმინაციის აღმოფხვრას და შედეგებთან ბრძოლას. ამ მიზნით, თუ ასეთი საპროექტო წინადადება ვერ გაიმარჯვებს კენჭისყრის შედეგად, პროექტის სამუშაო ჯგუფს შეუძლია მუნიციპალიტეტის მერს წარუდგინოს დამატებითი წინადადება ქალისა და მამაკაცის თანასწორობის პრინციპების დანერგვასა და გაძლიერებაზე ორიენტირებული იმ საპროექტო წინადადების მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებაზე, რომელმაც მიიღო მოსახლეობის მეტი მხარდაჭერა.

2. პროგრამის ფარგლებში წახალისებულია ისეთი საპროექტო წინადადებების წარმოდგენა, რომლებიც გათვალისწინებულია ქალისა და მამაკაცის საჭიროებები. ამ მიზნით, ვინაიდან თანასწორობის პრინციპების გათვალისწინება შესაძლოა მოითხოვდეს დამატებით ფინანსურ რესურსებს, ასეთი საპროექტო წინადადების მაქსიმალური ბიუჯეტი შეიძლება 20%-ით აღემატებოდეს ამ პროგრამით დადგენილ ზღვარს.

3. ქალისა და მამაკაცის თანასწორობის პრინციპების გათვალისწინების მიზნით ჩატარდება გამარჯვებული პროექტის ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში მოხდება პროექტის გადამუშავება იმგვარად, რომ მასში გათვალისწინებულ იქნეს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხები. ამასთან, პროგრამის ამგვარი გადამუშავებისას დასაშვებია პროექტის ბიუჯეტის 20%-ით ზრდა დამატებით გამოვლენილი ხარჯების დასაფარად.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის დებულების“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „თ“ ქვეპუნქტი.

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში მოსახლეობისგან შემოსული საპროექტო წინადადებების პირველადი გადარჩევის მეთოდოლოგია“ მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 7. ქალისა და მამაკაცის თანასწორობის პრინციპებით შემუშავებული პროექტები

შემოსული და გადარჩეული საპროექტო წინადადებებიდან დგება ცალკე ცხრილი, რომელშიც შედის ის საპროექტო წინადადებები, რომლებიც ემსახურება საზოგადოებაში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის პრინციპების დანერგვასა და გაძლიერებას, დისკრიმინაციის აღმოფხვრას და შედეგებთან ბრძოლას“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემანანა ბარბაქაძე