დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 16 მაისის №634 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 148 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/01/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 14, 01/02/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140.030.000.22.034.009.915 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.030.000.22.034.009.915
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №148
2007 წლის 31 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 16 მაისის №634 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის, 47-ე მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 16 მაისის №634 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 2006 წ., №69, მუხ. 873) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დებულების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტროს) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს წინასწარ გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნას, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას, იყენებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულ იძულების ღონისძიებებს, ასრულებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ფუნქციებს, უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“;
ბ) დებულებიდან ამოღებულ იქნეს მე-6 მუხლის „მ“ ქვეპუნქტი;
გ) დებულებიდან ამოღებულ იქნეს მე-7 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი;
დ) დებულებიდან ამოღებულ იქნეს მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი;
ე) დებულებიდან ამოღებულ იქნეს მე-11 მუხლის „მ.კ“, „მ.ლ“, „მ.მ“, „მ.ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები;
ვ) დებულების მე-14 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოებისა და სამმართველოების სპეციალური საშუალებებით და ეკიპირებით, მკაცრი აღრიცხვისა და სხვა სახის ბლანკებით მომარაგებას.“;
ზ) დებულებიდან ამოღებულ იქნეს მე-16 მუხლის „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტები.
2. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 თებერვლიდან.
ი. მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები