„პირის სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2024 წლის 1 ივლისის №113/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 79/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 16/06/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 430020000.22.022.018858
79/ნ
16/06/2026
ვებგვერდი, 17/06/2026
430020000.22.022.018858
„პირის სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2024 წლის 1 ივლისის №113/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №79/ნ

2026 წლის 16 ივნისი

ქ. თბილისი

„პირის სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2024 წლის 1 ივლისის №113/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

მუხლი 1
„პირის სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2024 წლის 1 ივლისის №113/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge, 02/07/2024; სარეგისტრაციო კოდი: 430020000.22.022.018531) პირველი მუხლით დამტკიცებულ „პირის სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა − ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამისგან დამოუკიდებელი, შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის სწავლის შედეგებიც შეესაბამება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-6 დონისთვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს;“.

2. მე-4 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის:

ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება;“;

ა.ბ) „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე გამოცხადებული ადგილების რაოდენობა;

ვ) პროგრამის საფასური, ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში, ინფორმაცია სწავლის საფასურის სახელმწიფოს მიერ დაფინანსების თაობაზე;“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტით, ასევე „ბ“, „ე“, „ვ“ „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია სპეციალურ პროგრამაში შეიტანება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, ხოლო მე-3 პუნქტით განსაზღვრული სხვა ინფორმაციის ასახვას უზრუნველყოფს მართვის სისტემა.“.

3. მე-7 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. იმ პირების თაობაზე, რომლებთანაც გაფორმდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დგება რექტორის ერთიანი აქტი. რექტორის ერთიან აქტში მითითებული უნდა იყოს აპლიკანტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საბაზო პროფესიული უნარების გამოცდა, რომელიც წარმატებით ჩააბარა აპლიკანტმა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაში მიღებული ქულა.“;

ბ) მე-5 პუნქტის:

ბ.ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:

„დ) პროგრამის საფასური, ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში, ინფორმაცია სწავლის საფასურის სახელმწიფოს მიერ დაფინანსების თაობაზე;“;

ბ.ბ) „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგივი მიქანაძე