დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 2093 მუხლითა და საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა საქმეებზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-წარმოების წესის დამტკიცების შესახებ’’ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 31 მარტის №04 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 05 |
| დოკუმენტის მიმღები | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 15/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/06/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.117.016646 |
|
,,საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 2093 მუხლითა და საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა საქმეებზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-წარმოების წესის დამტკიცების შესახებ’’ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 31 მარტის №04 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 2093 მუხლითა და საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა საქმეებზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 31 მარტის №04 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 04/04/2023წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.117.016545) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურს – საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 552, 556, 825 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.“. ბ) დადგენილების პირველი მუხლის „ე“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ა(ა)იპ „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურს“ – საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 103-ე მუხლით, 1032 მუხლით, 1461 მუხლით, 148-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით და „ნარჩენების მართვის კოდექსის’’ 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებზე;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები