დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გორის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 12 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18 |
| დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 12/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.148.016869 |
|
„გორის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 12 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„გორის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 12 დეკემბრის №32 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/12/2025; 010250050.35.148.016849) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში – ინფორმაცია მერის წარმომადგენლისგან გარდაცვლილის უპატრონობის ან/და ოჯახის უკიდურესად მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში ყოფნის შესახებ;“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. თანხა გაიცემა 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით, ხოლო ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – 500 ლარის ოდენობით.“; გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის სარგებლობის შემთხვევაში ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, დამკრძალავი ბიუროდან წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები