„თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 54
დოკუმენტის მიმღები თერჯოლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 12/06/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/06/2026
ძალაში შესვლის თარიღი 17/07/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.126.016510
54
12/06/2026
ვებგვერდი, 15/06/2026
010250050.35.126.016510
„თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თერჯოლის მუნიციპალიტეტი
 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №54

2026 წლის 12 ივნისი

ქ. თერჯოლა

 

,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონი  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2  პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის  მე-4 პუნქტის საფუძველზე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს „თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“  თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2018 წლის 26 იანვრის №10 დადგენილებაში (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 02/02/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.126.016253) შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების დანართის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციას;

ბ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე;

გ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე;

დ) წინადადებებისა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე;

ე) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით მიმღების მიერ, წესების დარღვევისა და სარგებლობის უფლების ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარების შესახებ წინადადებების მომზადებას;

ვ) სარგებლობის უფლებით გაცემული უძრავი ქონების სარგებლობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ქირის საფასურის ამოღების ორგანიზებას;

ზ) თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით შესაბამისი სარეკომენდაციო წინადადებების და დასკვნების მომზადებას;

თ) წინადადების მომზადებას მუნიციპალიტეტის ქონების (მათ შორის, 50% მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოთა) მართვის საკითხებზე;

ი) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის დაგეგმარებას, მარშრუტებისა და გრაფიკების დადგენის თაობაზე წინადადებების მომზადებას;

კ) მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზების, მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციის და განვითარების თაობაზე წინადადებების მომზადებას, შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და მათი განხორციელების მონიტორინგს;

ლ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით უზრუნველყოფას, დგომის/გაჩერების რეგულირებას და შესაბამის მონიტორინგს;

მ) თერჯოლის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების ერთიანი პოლიტიკის ჩამოყალიბებას და განხორციელებას, ამ მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას;

ნ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების ინვენტარიზაციის პროცესის ჩატარების ხელშეწყობას;

ო) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას სახელმწიფო საკუთრების ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით;

პ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფლის მეურნეობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციისა და აგრარული რეფორმების განხორციელების ხელშეწყობისთვის აუცილებელი წინადადებების შემუშავებას და სათანადო ღონისძიებების დაგეგმვას;

ჟ) საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობას და დაინტერესებულ პირთა საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფას;

რ) სოფლის მეურნეობის დარგების მიხედვით პროექტების შემუშავებას და მათი განხორციელების ხელშეწყობას;

ს) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული სფეროების განვითარების მიზნით მუნიციპალური პროგრამების მომზადების ორგანიზებას, მათ განსახორციელებლად დასკვნების, წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავებას; საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების შესადგენად; მუნიციპალიტეტის პროექტებისა და ინვესტიციების ხელშეწყობისთვის წინადადებების მომზადებას;

ტ)  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მწვანე ნარგავებით დაკავებული ტერიტორიის დაცვის, მოვლა-პატრონობისა და აღდგენითი სამუშაოების რეგულირებას;

უ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (დაურეგისტრირებელი ტერიტორია, რომელიც ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირებას) არსებული ხე-მცენარეების ფაქტობრივი მდგომარეობის შესწავლას, საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული ხე-მცენარეების მოჭრასთან/გადაბელვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადებას;

ფ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“.

2. დადგენილების დანართიდან ამოღებულ იქნეს  მე-5  და მე-8  მუხლები.

3. დადგენილების დანართის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

მუხლი 7. საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით სამსახურის ფუნქციები

საერთაშორისო ურთიერთობებში   სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) თერჯოლის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების ერთიანი პოლიტიკის ჩამოყალიბებას და განხორციელებას;

ბ) მდგრადი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას;

გ) ტურიზმის განვითარების საფუძველზე თერჯოლის მუნიციპალიტეტში კერძო ბიზნესის ისეთი დარგების განვითარებას, როგორიცაა: საოჯახო სასტუმროები, აგრობიზნესი, ღვინის ბიზნესი, სუვენირების წარმოება, რეალიზაცია და ა.შ.

დ) ამ მუხლში მითითებული მიზნებით ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლების ზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 17 ივლისიდან.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესოსო ჩაფიჩაძე