„თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 55
დოკუმენტის მიმღები თერჯოლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 12/06/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/06/2026
ძალაში შესვლის თარიღი 17/07/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.126.016511
55
12/06/2026
ვებგვერდი, 15/06/2026
010250050.35.126.016511
„თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თერჯოლის მუნიციპალიტეტი
 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №55

2026 წლის 12 ივნისი

ქ. თერჯოლა

 

„თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს „თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №6 დადგენილებაში (ვებგვერდი: https://matsne.gov.ge/, 02/02/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.126.016249) შემდეგი ცვლილებები:
 
1. დადგენილების დანართიდან ამოღებულ იქნეს მე-2; მე-4; მე-6 და მე-7 მუხლები.
 
2. დადგენილების დანართის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
 
„მუხლი 5. სამსახურის ფუნქციები
 
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
 
ა) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შემუშავებასა და მათი განხორციელების მონიტორინგს;
 
ბ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, განვითარების და მათი ექსპლოატაციის საკითხებზე;
 
გ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების მოვლა-პატრონობას;
 
დ) ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამების და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;
 
ე) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამის მომზადების ორგანიზებას, პროგრამის განსახორციელებლად დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
 
ვ) ეკონომიკური განვითარების დასაგეგმად საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას;
 
ზ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებას და ანალიზს, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
 
თ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საწარმოების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე;
 
ი) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით კერძო ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით;
 
კ) წინადადებების შემუშავებას სასაფლაოების მოვლა-პატრონობისა და შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზების საკითხებზე; 
 
ლ) მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით ადგილობრივი მნიშვნელობის ჰიდრომელიორაციისა და სასმელი წყლის სისტემების ფუნქციონირებისათვის შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას, ამ მიზნით მიმართულებების განსაზღვრას, ღინისძიებების დაგეგმვას, ზედამხედველობას, პროექტების მომზადებას, მათი რეალიზების მონიტორინგსა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მომზადებაში უშუალო მონაწილეობას;
 
მ) უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მისაღებად და შესაფასებლად საჭირო ინფორმაციის მიღებას, სისტემატიზაციას და დამუშავებას, მათ შორის, ამ საკითხზე კორესპონდენციაზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირებას;
 
ნ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების შესადგენად;
 
ო) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადებას;
 
პ) მუნიციპალური პროექტების კერძო ინვესტორებთან, მუნიციპალური განვითარების ფონდთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმართვას; 
 
ჟ) პრიორიტეტების მიხედვით ინფრასტრუქტურული პროექტების განსაზღვრასა და დაგეგმვას, მუნიციპალიტეტის შესაბამის სტრუქტურებთან ერთად, სახელმწიფო შესყიდვებით განხორციელებული შესაბამისი სამუშაოების, მომსახურების ან/და საგნის ტექნიკური დავალებების, საპროექტო დოკუმენტაციების მოსამზადებელ სამუშაოებში მონაწილეობის მიღებას;
 
რ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების განხორციელების ზედამხედველობას; 
 
ს) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის დაგეგმარებას, მარშრუტებისა და გრაფიკების დადგენის თაობაზე წინადადებების მომზადებას;
 
ტ) მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზების, მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციის და განვითარების თაობაზე წინადადებების მომზადებას, შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და მათი განხორციელების მონიტორინგს;
 
უ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის დაგეგმარებას, მარშრუტებისა და გრაფიკების დადგენას; 
 
ფ) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის შესახებ ნებართვის გაცემას კონკურსის წესით;
 
ქ) მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზების, მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციის და განვითარების თაობაზე წინადადებების მომზადებას, შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და მათი განხორციელების მონიტორინგს;
 
ღ) ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზება, საგზაო ნიშნებისა და საგზაო მონიშვნების პროექტების შემუშავებასა და მიღებას; 
 
ყ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით უზრუნველყოფას, დგომის/გაჩერების რეგულირებას და შესაბამის მონიტორინგს;
 
შ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილების დარეგისტრირებას, შესაბამის სამინისტროებთან და სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან ურთიერთობას;
 
ჩ) სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების მომზადების ორგანიზებას;
 
ც) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების პროექტებზე;
 
ძ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას დასახლებათა მიწათსარგებლობის,უფლებრივი ზონირების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე;
 
წ) საქმის წარმოების ჩატარებას მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით;
 
ჭ) მშენებლობის ნებართვის თაობაზე თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტების შემუშავებას;
 
ხ) სანებართვო მოწმობების გაცემას, მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელებას, მშენებლობადასრულებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებას, აგრეთვე, შეთანხმებულ პროექტში კორექტირების შეტანას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
 
ჯ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებას;
 
ჰ) სამშენებლო მუნიციპალური დაკვეთების მომზადებას და მათი განხორციელების კოორდინაციას;
 
1) მუნიციპალიტეტის მიერ დაკვეთილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესწავლას და სათანადო დასკვნების მომზადებას;
 
2) გარე რეკლამის განთავსების რეგულირებას;
 
3) მონაწილეობის მიღებას გარე რეკლამის განთავსების ადგილების შერჩევაში; 
 
4) გარე რეკლამის განთავსების შესახებ წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
 
5) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 17 ივლისიდან.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესოსო ჩაფიჩაძე