მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავანისა და სოფელ არაშენდას არსებულ ტერიტორიაზე, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების, კომერციული და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების მშენებლობისათვის განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 12/06/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.153.016767
9
12/06/2026
ვებგვერდი, 15/06/2026
010250050.35.153.016767
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავანისა და სოფელ არაშენდას არსებულ ტერიტორიაზე, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების, კომერციული და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების მშენებლობისათვის განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ
მცხეთის მუნიციპალიტეტი
 
მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2026 წლის 12 ივნისი

ქ. მცხეთა

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავანისა და სოფელ არაშენდას არსებულ ტერიტორიაზე, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების, კომერციული და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების მშენებლობისათვის განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის  „ე“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ე“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.დ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს  სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“  41-ე და 43-ე მუხლების, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებით დამტკიცებული  „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი   გეგმების   შემუშავების  წესის“  მე-2  მუხლის  პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის,  მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტისა და  მე-19  მუხლის  მე-3  პუნქტის  საფუძველზე,  მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის  სოფელ გალავანისა და სოფელ არაშენდას არსებულ ტერიტორიაზე, სასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების მიწის  ნაკვეთსა  (ს/კ  72.04.25.713)  და არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების მიწის  ნაკვეთზე  (ს/კ 72.04.12.837) ინიდივიდუალური საცხოვრებელი სახლების, კომერციული და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების მშენებლობისათვის განაშენიანების დეტალური გეგმა  დანართის  შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ელოშვილი