„ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 12/06/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 300280020.16.009.016821
15
12/06/2026
ვებგვერდი, 12/06/2026
300280020.16.009.016821
„ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება  №15

2026 წლის 12 ივნისი

ქ. თბილისი

 

„ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 168-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებით დამტკიცებულ „ქსელის წესებში“ (სსმ, ვებგვერდი, 22/04/2014, სარეგისტრაციო კოდი: 300280020.16.009.016085) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 76-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) სამინისტროს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტი ან შესაბამისი ხელშეკრულება, რომლითაც დასტურდება მისაერთებელი ობიექტის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის (კვლევის) ან განხორციელების (მშენებლობის) ეტაპზე ყოფნის ფაქტი.“.

2. 324​​5 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „51“ და „52“ პუნქტები:

„51. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით დასტურდება, რომ გენერაციის ობიექტი, რომლის მიმართაც გადაცემის ლიცენზიატის მხრიდან წარდგენილია გადამცემ ქსელზე მიერთების შეთავაზება ან გაფორმებულია მიერთების  ხელშეკრულება არ იმყოფება ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის (კვლევის) ან განხორციელების (მშენებლობის) ეტაპზე, გადაცემის ლიცენზიატი თავისუფლდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებისგან, მათ შორის, 3 თვიანი ვადის განსაზღვრისგან. ასეთ შემთხვევაში, გადამცემი ქსელის დაგეგმარებისა და საჯარო ინტერესის დაცვის მიზნით, გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია ამ ინფორმაციის დადასტურებისთანავე მიიღოს გადაწყვეტილება მიერთების შეთავაზების გაუქმების ან მიერთების ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შესახებ და წერილობით აცნობოს მიერთების მაძიებელს აღნიშნულის თაობაზე. ამასთან, ის მიერთების მაძიებელი, რომელთანაც გაფორმებულია მიერთების ხელშეკრულება, თუ 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში გადაცემის ლიცენზიატს წარუდგენს ამ შეტყობინების გაგზავნამდე გაფორმებულ ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის (კვლევის) ან განხორციელების (მშენებლობის) შესახებ ხელშეკრულებას, გადამცემ ქსელთან მიერთების აღნიშნული ხელშეკრულება  ჩაითვლება ძალაში მყოფად, რის შესახებაც გადაცემის ლიცენზიატი წერილობით აცნობებს შესაბამის მიერთების მაძიებელს.

​52. იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით დგინდება, რომ მიერთების შეთავაზება წარდგენილია ან მიერთების ხელშეკრულება გაფორმებულია გენერაციის ობიექტთან შეუსაბამო მისაერთებელ სიმძლავრეზე (რაც დასტურდება სამინისტროსთან გაფორმებული კვლევის/სამშენებლო დოკუმენტაციით), ასეთ შემთხვევაში, გადაცემის ლიცენზიატი ასევე თავისუფლდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებისგან, მათ შორის 3-თვიანი ვადის განსაზღვრისგან. ასეთ შემთხვევაში გადაცემის ლიცენზიატმა უნდა იმოქმედოს ამავე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პირობებისა და პროცედურების შესაბამისად.“.

ბ) მე-8 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „81“ პუნქტი:

„81. იმ გენერაციის ობიექტის შემთხვევაში, რომლის თაობაზეც მიერთების მაძიებელს გადაცემის ლიცენზიატთან გაფორმებული აქვს მიმდინარე მიერთების ხელშეკრულება და დადასტურდება, რომ აღნიშნული გენერაციის ობიექტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე იმყოფება ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის (კვლევის) ეტაპზე, შესაბამისი განხორციელების (მშენებლობის) ხელშეკრულების გაფორმებამდე პერიოდში, მიერთების მაძიებელს უფლება აქვს მიმართოს გადაცემის ლიცენზიატს მიერთების ხელშეკრულების მოქმედების ვადის ერთჯერადად,  არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადით, გაზრდის მოთხოვნით. ამავდროულად, მიერთების მაძიებელი ვალდებულია, შესაბამისი განხორციელების (მშენებლობის) ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში მიმართოს გადაცემის ლიცენზიატს მიერთების ხელშეკრულების მოქმედების ვადის განხორციელების (მშენებლობის) ხელშეკრულების ვადასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. ამასთან, გადაცემის ლიცენზიატს უფლება აქვს მოსთხოვოს მიერთების მაძიებელს ზემოაღნიშნული პირობის დაცვა. მიერთების მაძიებლის მიერ ამ პუნქტის მოთხოვნების შეუსრულებლობა წარმოადგენს გადამცემ ქსელთან მიერთების ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს. ასეთ შემთხვევაში გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია, მიერთების ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს მიერთების მაძიებლისთვის შეტყობინების გაგზავნიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) თვის ვადაში.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიდავით თვალაბეიშვილი
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
კომისიის წევრიგივი სანიკიძე