დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დროებითი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 31 მაისის №535 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 69 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/01/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 18, 08/02/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/10/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.022.009.909 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.009.909
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №69
2007 წლის 29 იანვარი
ქ. თბილისი
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დროებითი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 31 მაისის №535 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის სახელწოდების შეცვლის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 21 სექტემბრის №178 დადგენილების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დროებითი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 31 მაისის №535 ბრძანებაში (სსმ III, 05.06.2006., №75, მუხ. 957) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანების სათაურში სიტყვები ,,თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი“ შეიცვალოს სიტყვებით: ,,თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი“ და სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დროებითი წესდების დამტკიცების შესახებ“;
ბ) ბრძანების პრეამბულაში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის, ,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ 2005 წლის 23 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის და „თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 19 სექტემბრის №754 ბრძანებულების შესაბამისად,“;
გ) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დროებითი წესდება.“;
დ) ბრძანებით დამტკიცებულ წესდებას შეეცვალოს სახელი და ეწოდოს:
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დროებითი წესდება“;
ე) წესდების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი (შემდგომში – ინსტიტუტი) არის ,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებისა და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 19 სექტემბრის №754 ბრძანებულების შესაბამისად შექმნილი სამეცნიერო კვლევითი დაწესებულება. ინსტიტუტი თავის საქმიანობას წარმართავს საყოველთაოდ აღიარებული დემოკრატიული პრინციპების საფუძველზე.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები