დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ ზუგდიდში კალისტრატე სალიას ქუჩის პირველი ჩიხის დამტკიცებისა და სახელდების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 44 |
| დოკუმენტის მიმღები | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.105.016051 |
|
ქალაქ ზუგდიდში კალისტრატე სალიას ქუჩის პირველი ჩიხის დამტკიცებისა და სახელდების თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის პირველი ივნისის №239 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის 2025 წლის 26 სექტემბრის №24-242526941 მომართვის და რეგიონული განვითარების სამინისტროს 2026 წლის 14 აპრილის MRD №01/1799 წერილის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო განკარგულება:
1. დამტკიცდეს ქალაქ ზუგდიდში კალისტრატე სალიას ქუჩასთან არსებული უსახელო ქუჩის მონაკვეთი და ეწოდოს კალისტრატე სალიას ქუჩის პირველი ჩიხი (ორთოფოტო თან ერთვის). 2. განკარგულება გადაგზავნილ იქნეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, შინაგან საქმეთა სამინისტროში და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. 3. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, რუკების (არსებობის შემთხვევაში), ცნობარების და სხვ. დამზადება, კორექტირება, გავრცელება და სხვ.) 4. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე. 5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ზუგდიდი რ. ლაღიძის ქუჩა №12). საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები