დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საერთაშორისო გადაზიდვების დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით დაბეგვრის გამოყენებისათვის წარსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 13 ივნისის №603 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 71 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/01/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 14, 01/02/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.110.000.22.033.009.908 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.110.000.22.033.009.908
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №71
2007 წლის 31 იანვარი
ქ. თბილისი
„საერთაშორისო გადაზიდვების დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით დაბეგვრის გამოყენებისათვის წარსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 13 ივნისის №603 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,საერთაშორისო გადაზიდვების დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით დაბეგვრის გამოყენებისათვის წარსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 13 ივნისის №603 (სსმ III, 2006წ., №81, მუხ.1066) ბრძანებას დაემატოს 22 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„22. საერთაშორისო გადაზიდვების დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით დაბეგვრის გამოყენებისათვის ამ ბრძანებით განსაზღვრული ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვების დამადასტურებული დოკუმენტები საგადასახადო ორგანოს წარედგინება მათი მოთხოვნის შემთხვევაში.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები