დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 29 თებერვლის №7 დადგენილებაში „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | ზესტაფონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 12/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.127.016519 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 29 თებერვლის №7 დადგენილებაში (ვებგვერდი, 01/03/2024 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.127.016471) და დანართ №1-ში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „ზ“ და „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით: „ზ) ზესტაფონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები; თ) ელექტრომობილების მფლობელი პირების კუთვნილი ელექტრომობილები; ი) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირების (I, II და III ჯგუფი) კუთვნილი ან მათ მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები.“. 2. მე-7 მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „3. ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისათვის პარკირების საფასურისგან გათავისუფლების მიზნით, მუნიციპალიტეტი ადგენს შესაბამისი დოკუმენტის/საშვის გაცემის წესს, რომელიც ადასტურებს პირის უფლებას, ისარგებლოს უფასო პარკირებით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები