„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების უფლებამოსილების მინიჭებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმირების, მათი შევსების, ჩაბარების წარმოებისა და აღრიცხვა -ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 19 მაისის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 12/06/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.127.016517
11
12/06/2026
ვებგვერდი, 15/06/2026
010250050.35.127.016517
„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების უფლებამოსილების მინიჭებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმირების, მათი შევსების, ჩაბარების წარმოებისა და აღრიცხვა -ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 19 მაისის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2026 წლის 12 ივნისი

ქ. ზესტაფონი

„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების უფლებამოსილების მინიჭებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმირების, მათი შევსების, ჩაბარების წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 19 მაისის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად,  ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების უფლებამოსილების მინიჭებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმირების, მათი შევსების, ჩაბარების წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 19 მაისის №11 დადგენილების (ვებგვერდი, 20/05/2022, ს/კ 010250050.35.127.016424) მე-4 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4

„ნარჩენების მართვის კოდექსი“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლით (მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება), 32-ე მუხლით (სამშენებლო ნარჩენებით ან სხვა ინეტრული ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება), 33-ე მუხლით (შლამისებრი ნარჩენი ნივთიერებებით – ფეკალური მასებით ან კანალიზაციის ნარჩენებით დაბინძურება), 34-ე მუხლით (ცხოველის სხეულის ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება), 35-ე მუხლით (მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა), 36-ე მუხლის მეორე პუნქტით (სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა), 39-ე მუხლით (სახიფათო ნარჩენების სხვა ნარჩენებთან, ნივთიერებებთან ან მასალებთან შერევა), 43-ე მუხლის პირველი პუნქტებით (კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის წარდგენისა და ამ გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების მოთხოვნების დარღვევა), 46-ე მუხლითა (ამ კოდექსის 31-ე –45-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმების შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოების მოთხოვნათა შეუსრულებლობა) და საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 103-ე და 1032 მუხლებით, გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა ოქმის შედგენის უფლებამოსილება მიენიჭოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს – „ზესტაფონის დასუფთავების და კეთილმოწყობის სერვისცენტრი“ (საინდენტიფიკაციო კოდი: 430024555) უფროსის მიერ უფლებამოსილ პირს/პირებს“.

მუხლი 2
შევიდეს ცვლილება „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების უფლებამოსილების მინიჭებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმირების, მათი შევსების, ჩაბარების წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 19 მაისის №11 დადგენილების (ვებგვერდი, 20/05/2022, ს/კ 010250050.35.127.016424) მე-4 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4

„ნარჩენების მართვის კოდექსი“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლით (მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება), 32-ე მუხლით (სამშენებლო ნარჩენებით ან სხვა ინეტრული ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება), 33-ე მუხლით (შლამისებრი ნარჩენი ნივთიერებებით – ფეკალური მასებით ან კანალიზაციის ნარჩენებით დაბინძურება), 34-ე მუხლით (ცხოველის სხეულის ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება), 35-ე მუხლით (მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა), 36-ე მუხლის მეორე პუნქტით (სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა), 39-ე მუხლით (სახიფათო ნარჩენების სხვა ნარჩენებთან, ნივთიერებებთან ან მასალებთან შერევა), 43-ე მუხლის პირველი პუნქტით (კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის წარდგენისა და ამ გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების მოთხოვნების დარღვევა), 46-ე მუხლითა (ამ კოდექსის 31-ე – 45-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმების შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოების მოთხოვნათა შეუსრულებლობა) და საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 103-ე, 1032, 1033 და 1034 მუხლებით, გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა ოქმის შედგენის უფლებამოსილება მიენიჭოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს – „ზესტაფონის დასუფთავების და კეთილმოწყობის სერვისცენტრი“ (საინდენტიფიკაციო კოდი: 430024555) უფროსის მიერ უფლებამოსილ პირს/პირებს“.

მუხლი 3
დადგენილების 1-ლი მუხლი ძალაში შევიდეს 2026 წლის 1 ივლისიდან.

მუხლი 4
დადგენილების მე-2 მუხლი ძალაში შევიდეს 2027 წლის 1 იანვრიდან.

მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემალხაზ შერგელაშვილი