დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №315 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 259 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480040030.10.003.025808 |
259
10/06/2026
ვებგვერდი, 11/06/2026
480040030.10.003.025808
„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №315 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №315 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06/12/2013, 480040030.10.003.017482) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-2 პუნქტით დამტკიცებული „იმ ქვეყნების ნუსხის, რომლებშიც აკრედიტებულია საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები“ (დანართი №2):
1. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს საელჩო ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში აკრედიტებულია პერუს რესპუბლიკაში, სურინამის რესპუბლიკაში, კოლომბიის რესპუბლიკასა და გაიანას კოოპერატიულ რესპუბლიკაში.“. 2. 34-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „34. საქართველოს საელჩო კუბის რესპუბლიკაში აკრედიტებულია სენტ-ვინსენტი და გრენადინებში, გრენადასა და ტრინიდადი და ტობაგოს რესპუბლიკაში.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები