დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დიპლომატიის აკადემიის დაფუძნების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 257 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.025806 |
|
| მუხლი 1 |
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი − დიპლომატიის აკადემია. 2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (შემდგომში − სამინისტრო) განახორციელოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დიპლომატიის აკადემიის სახელმწიფო კონტროლი. 3. სამინისტრომ, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დიპლომატიის აკადემიის წარდგინებით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დასკვნის გათვალისწინებით, უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დიპლომატიის აკადემიის წესდების დამტკიცება. 4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დიპლომატიის აკადემიის ხელმძღვანელს, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დიპლომატიის აკადემიის წესდების შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. 5. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − დიპლომატიის აკადემიას ენიჭება უფლებამოსილება, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით, მიმართოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები