„ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 03 მაისის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 03 მაისის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები ტყიბულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 11/06/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/06/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.125.016591
18
11/06/2026
ვებგვერდი, 12/06/2026
010250050.35.125.016591
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 03 მაისის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ტყიბულის მუნიციპალიტეტი
 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2026 წლის 11 ივნისი

ქ. ტყიბული

„ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 03 მაისის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და  მე-2 პუნქტებისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა :

მუხლი 1
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2022 წლის 03 მაისის №20 დადგენილებით დამტკიცებულ დანართში (www.matsne.gov.ge, 04/05/2022 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.125.016424) შეტანილ იქნეს ცვლილება:

1.  დანართს დაემატოს 51 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 51. მეორადი სტრუქტურული ერთეულის  განყოფილების უფროსი

1. სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის  განყოფილების უფროსი არის პროფესიული საჯარო მოხელე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2. განყოფილების უფროსი:

ა) წარმართავს განყოფილების მიმდინარე საქმიანობას;

ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებას;

გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებითა და სამსახურის ხელმძღვანელის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულებას;

დ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით განყოფილების საქმისწარმოებას;

ე) ადმინისტრირებას უწევს სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობის შეფასებას, სამსახურის ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებებს თანამშრომელთა მოტივაციის, პროფესიული განვითარების პროცესების შესახებ, აგრეთვე აინიცირებს მათ წახალისებას ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდებას;

ვ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. განყოფილების უფროსის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამსახურის ხელმძღვანელის წარდგინებით (წინადადებით) და მერის დავალებით (ბრძანებით), განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოსამსახურე.

4. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელია:

ა) წინამდებარე დებულებით განყოფილებისათვის გათვალისწინებული ფუნქციებისა და მოვალეობების ჯეროვან და ხარისხიან შესრულებაზე;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მომზადებული ან ვიზირებული ცნობების, დოკუმენტებისა და დასკვნების სისწორესა და სიზუსტეზე;

გ) განყოფილების მოსამსახურეების მიერ შესასრულებელი სამუშაოს ხარისხსა და ვადების დაცვაზე;

დ) განყოფილების მოსამსახურეების მიერ შრომის შინაგანაწესის, ეთიკის ნორმების, უსაფრთხოების ტექნიკისა და შრომის დაცვის წესების დარღვევის ან შეუსრულებლობის ფაქტებზე დროულ რეაგირებაზე.“.

2.  დანართს დაემატოს 61 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 61. ინფრასტრუქტურის განყოფილების ფუნქციები

ა) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის  ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვა, შესაბამისი პროგრამების და პროექტების მომზადება, მათი განხორციელების კოორდინაცია;

ბ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შემუშავება  და მათი განხორციელების მონიტორინგი;

გ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის,  განვითარების და მათი ექსპლოატაციის საკითხებზე;

დ) რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება ინფრასტრუქტურის განვითარების პროორიტეტების, შესაბამის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების საკითხებზე;

ე) წინადადებების შემუშავება სასაფლაოების მოვლა-პატრონობისა და შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზების საკთხებზე;

ვ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებლივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 აგვისტოდან.

საკრებულოს თავმჯდომარეიზოლდა ნემსაძე