საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზიაში და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ

საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზიაში და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი REG 1 26 00001251
დოკუმენტის მიმღები სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
მიღების თარიღი 29/05/2026
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/06/2026
სარეგისტრაციო კოდი
REG 1 26 00001251
29/05/2026
ვებგვერდი, 11/06/2026
საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზიაში და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ
სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის

ბრძანება REG 1 26 00001251

2026 წლის 29 მაისი

ქ. თბილისი

საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზიაში და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის  შესახებ

„ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“  საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე და 63-ე მუხლების, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №01-64/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ჰ6“ ქვეპუნქტის, მე-4 მუხლის „კ“ პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 6 ნოემბრის №02-1917/ო ბრძანებაში, საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის №000018 ლიცენზიაში და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში განხორციელდეს ცვლილება: კერძოდ, „სს „საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების" (ს/კ 239403463; ფაქტობრივი მისამართი: ქ. საჩხერე, ივ. გომართელის ქუჩა №17)“ ნაცვლად, დაფიქსირდეს „ა(ა)იპ „სს – საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების სისხლის ბანკი" (ს/კ 439428996; ფაქტობრივი მისამართი: ქ. საჩხერე, ივ. გომართელის ქუჩა №17)“.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს (გაუქმდეს) სს „საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანებაზე" (ს/კ 239403463; ფაქტობრივი მისამართი: ქ. საჩხერე, ივ. გომართელის ქუჩა №17)  გაცემული საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია №000018.

3. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა ამ ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად.

4. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს, ლიცენზიის გაცემის და გაუქმების შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64). 

6. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.

 

საფუძველი:  სს „საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების" (ს/კ 239403463) დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის განცხადებები:  №704918, 28.05.2026; №710509, 29.05.2026.

 

სააგენტოს დირექტორის მოვალეობის                                    

შემსრულებელი                                                                                პაპუნა ცაავ