დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2026 წლის პროგრამული ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | ტყიბულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 11/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.125.016586 |
|
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2026 წლის პროგრამული ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2026 წლის პროგრამული ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №26 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 25/12/2025 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.125.016572) დამტკიცებულ დანართში:
1. დანართის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის 3.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3.2. დახმარების მთხოვნელმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს: ა) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები; ბ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; გ) არასრულწლოვნის რეგისტრაციის ბარათი; დ) ამ მუხლის მე-3 პუნქტის 3.1. ქვეპუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში – ბავშვების დაბადების მოწმობების და რეგისტრაციის ბარათები; ე) ქალაქის და შესაბამისი სოფლის ამბულატორიის ოჯახის ექიმის ცნობა ბავშვის სამედიცინო აღრიცხვაზე აყვანის თაობაზე; ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი.“. 2. დანართის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის 5.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5.2. ვაუჩერით სარგებლობისათვის ბენეფიციარმა ან/და მისმა წარმომადგენელმა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: 5.2.1. განცხადება მერის სახელზე; 5.2.2. ბენეფიციარ(ებ)ის და მისი კანონიერი წარმომადგენლის პირადობის/დაბადების მოწმობ(ებ)ის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები; 5.2.3. ბენეფიციარის რეგისტრაციის ბარათი; 5.2.4. სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №100; 5.2.5. შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; 5.2.6. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, კულტურის, განათლებისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახური ადგენს განცხადებ(ებ)ის რეესტრს მომართვიანობის საფუძველზე, რეესტრში არსებული რიგითი ნომერი ემთხვევა ვაუჩერის ნომერს, რომელიც გადაეცემა ბენეფიციარს ან/და მის კანონიერ მოსარგებლეს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები