დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1683-Vმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 10/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/06/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010190030.06.001.016130 |
|
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.05.2025, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016122) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 23-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პარლამენტის თავმჯდომარეს უფლება აქვს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, წერილობით მიმართოს პარლამენტს ან საჯაროდ განაცხადოს გადადგომის შესახებ. ეს ინფორმაცია წარედგინება პარლამენტის ბიუროს.“. 2. 26-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ რეგლამენტის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გამოიწვიოს მისი წარდგენით არჩეული პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გამოწვევის თაობაზე წერილობითი განცხადება წარედგინება პარლამენტის თავმჯდომარეს. ამის შემდეგ ეს განცხადება წარედგინება პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის თავმჯდომარისთვის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გამოწვევის თაობაზე წერილობითი განცხადების წარდგენის მომენტიდან პარლამენტის თავმჯდომარის ამ მოადგილეს უფლებამოსილება უწყდება.“. 3. 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 4. 32-ე მუხლის: ა) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. კომიტეტში წევრის წარდგენის შესახებ ფრაქციის გადაწყვეტილება ეცნობება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტსა და პარლამენტის ბიუროს ან პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ან პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია ამოწმებს ფრაქციის მიერ კომიტეტში წევრის წარდგენის ამ რეგლამენტთან შესაბამისობას და საჭიროების შემთხვევაში ახდენს სათანადო რეაგირებას. ფრაქციის მიერ ამ რეგლამენტის შესაბამისად წარდგენილი წევრი კომიტეტში დანიშნულად მიიჩნევა სათანადო ინფორმაციის პარლამენტის ბიუროს ან პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისიის სხდომაზე წარდგენის მომენტიდან. 6. უფრაქციო პარლამენტის წევრის კომიტეტში გაწევრება ხდება ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილი წესით, პარლამენტის წევრის პირადი განცხადების საფუძველზე. თუ ამ რეგლამენტის შესაბამისად წარდგენილია სათანადო კვოტაზე მეტი უფრაქციო პარლამენტის წევრის განცხადება კომიტეტში გაწევრების შესახებ, მათი ამ კომიტეტში გაწევრების საკითხი წყდება მათ შორის შეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში − პარლამენტის ბიუროს სხდომაზე წილისყრით. უფრაქციო პარლამენტის წევრი პარლამენტის ორგანოში ან საპარლამენტო თანამდებობაზე საქმიანობას წყვეტს ამ რეგლამენტის შესაბამისად მისი მონაწილეობით შექმნილი ფრაქციის რეგისტრაციის ან ფრაქციაში მისი გაწევრების მომენტიდან. თუ უფრაქციო პარლამენტის წევრებს შეუმცირდათ პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები, ისინი ვალდებული არიან კვოტების შესაბამისად თვითონ განსაზღვრონ პარლამენტის ამა თუ იმ ორგანოდან გამოსვლის საკითხი. უფრაქციო პარლამენტის წევრების მიერ აღნიშნული ვალდებულების 1 კვირის ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში პარლამენტის ამა თუ იმ ორგანოდან შესაბამისი უფრაქციო პარლამენტის წევრის გამოწვევის საკითხს სათანადო ორგანოს სხდომაზე წილისყრით წყვეტს სხდომის თავმჯდომარე.“; ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად დამტკიცების შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრის კომიტეტში გაწევრება ხდება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის წერილობითი განცხადების საფუძველზე. ეს განცხადება წარედგინება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტსა და პარლამენტის ბიუროს.“. 5. 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) კომიტეტის შემადგენლობიდან მისი გასვლის შესახებ ინფორმაციის პარლამენტის ბიუროს სხდომაზე წარდგენის მომენტიდან;“. 6. 35-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი: „10. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევის საკითხი აისახება კომიტეტის სხდომის ოქმში. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე უფლებამოსილებას იძენს კომიტეტის მიერ მისი არჩევისთანავე.“. 7. 36-ე მუხლის მე-3−მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. კომიტეტის თავმჯდომარეს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გადადგეს. გადადგომის შესახებ მისი წერილობითი განცხადება წარედგინება პარლამენტის ბიუროს. გადადგომის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარის წერილობითი განცხადების პარლამენტის ბიუროსთვის წარდგენის მომენტიდან ამ კომიტეტის თავმჯდომარეს უფლებამოსილება უწყდება. 4. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გადადგეს. გადადგომის შესახებ მისი წერილობითი განცხადება წარედგინება შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარეს. კომიტეტის თავმჯდომარე ამის შესახებ აცნობებს კომიტეტს, რაც აისახება კომიტეტის სხდომის ოქმში. გადადგომის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის წერილობითი განცხადების კომიტეტის თავმჯდომარისთვის წარდგენის მომენტიდან კომიტეტის თავმჯდომარის ამ მოადგილეს უფლებამოსილება უწყდება. 5. ამ რეგლამენტის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გამოიწვიოს მისი წარდგენით არჩეული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გამოწვევის თაობაზე წერილობითი განცხადება წარედგინება შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარეს. კომიტეტის თავმჯდომარე ამის შესახებ აცნობებს კომიტეტს, რაც აისახება კომიტეტის სხდომის ოქმში. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გამოწვევის თაობაზე წერილობითი განცხადების კომიტეტის თავმჯდომარისთვის წარდგენის მომენტიდან კომიტეტის თავმჯდომარის ამ მოადგილეს უფლებამოსილება უწყდება.“. 8. 48-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. ორმა ან ორზე მეტმა კომიტეტმა ამ მუხლის შესაბამისად შეიძლება შექმნას ერთობლივი სამუშაო ჯგუფი. ამ შემთხვევაში აღნიშნული კომიტეტები ამ მუხლით გათვალისწინებულ საკითხებს წყვეტენ ცალ-ცალკე. თითოეული ასეთი საკითხი გადაწყვეტილად მიიჩნევა, თუ მას ყველა ეს კომიტეტი ერთგვაროვნად გადაწყვეტს.“. 9. 53-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ფრაქციის მიერ წარდგენილი წევრი წყვეტს პარლამენტის ორგანოში ან საპარლამენტო თანამდებობაზე საქმიანობას ამ ფრაქციის გაუქმების ან მისი ამ ფრაქციიდან გასვლის ან გარიცხვის მომენტიდან. ფრაქციის მიერ წარდგენილი წევრი წყვეტს პარლამენტის ორგანოში ან საპარლამენტო თანამდებობაზე საქმიანობას იმ შემთხვევაშიც, თუ ამ ფრაქციამ იგი პარლამენტის ორგანოდან ან საპარლამენტო თანამდებობიდან გამოიწვია. თუ ამ რეგლამენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ფრაქცია თავის მიერ წარდგენილი წევრის პარლამენტის ორგანოდან ან საპარლამენტო თანამდებობიდან გამოწვევის შესახებ წერილობით განცხადებას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს, ხოლო აღნიშნული პირი წყვეტს ამ ორგანოში/ თანამდებობაზე საქმიანობას შესაბამისი ინფორმაციის პარლამენტის ბიუროს სხდომაზე წარდგენის მომენტიდან. ფრაქციას უფლება აქვს, წარადგინოს ახალი კანდიდატურა.“. 10. 54-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. პარლამენტის წევრი ფრაქციაში გაწევრებულად მიიჩნევა შესაბამისი ინფორმაციის პარლამენტის ბიუროს სხდომაზე წარდგენის მომენტიდან. ფრაქციის წევრი ფრაქციიდან გასულად ან გარიცხულად მიიჩნევა ამის შესახებ ამ მუხლით დადგენილი წესით პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტისთვის წერილობით შეტყობინების მომენტიდან. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფრაქციის წევრი ფრაქციიდან გასულად მიიჩნევა მის მიერ ფრაქციიდან გასვლის შესახებ განცხადების წარდგენისთანავე, ხოლო ფრაქციიდან გარიცხულად − ფრაქციის მიერ მისი გარიცხვისთანავე. ამასთანავე, ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში პარლამენტის წევრი შესაბამის ფრაქციაში გაწევრებულად მიიჩნევა მის მიერ ფრაქციაში გაწევრების შესახებ განცხადების წარდგენის მომენტიდან.“. 11. 61-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების წარდგენის შესახებ ინფორმაციის პარლამენტის ბიუროს სხდომაზე წარდგენის მომენტიდან არაუგვიანეს 5 დღისა იმართება დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა.“. 12. 63-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ წერილობითი განცხადება წარედგინება დროებით საგამოძიებო კომისიას.“. 13. 72-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. დროებითი კომისიის წევრების წარდგენის შესახებ ინფორმაციის პარლამენტის ბიუროს სხდომაზე წარდგენის მომენტიდან არაუგვიანეს 10 დღისა იმართება დროებითი კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა.“. 14. 74-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ წერილობითი განცხადება წარედგინება დროებით კომისიას.“. 15. 82-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პარლამენტის მორიგი პლენარული სხდომები, გარდა საგანგებო და საომარი მდგომარეობებისა, იმართება, როგორც წესი, პლენარული სხდომების კვირის სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს, 12 საათიდან 21 საათამდე. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სხდომის თავმჯდომარე საჭიროებისამებრ აცხადებს შესვენებას. 21 საათის შემდეგ პარლამენტის პლენარული სხდომა შეიძლება გაგრძელდეს მიმდინარე საკითხის დასრულებამდე ან ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე, თუ ამას ღია კენჭისყრით (ხელის აწევით) მხარს დაუჭერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრე პარლამენტის წევრთა უმრავლესობა.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საჭიროების შემთხვევაში პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე დამსწრე პარლამენტის წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მეხუთედისა, ან პარლამენტის ბიურომ შეიძლება შეცვალოს პარლამენტის პლენარული სხდომის მუშაობის განრიგი.“. 16. 96-ე მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. კანონპროექტის ინიციატორს უფლება აქვს, გაითხოვოს მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მის მესამე მოსმენით მიღებამდე. ამ უფლებით სარგებლობისთვის აღნიშნული კანონპროექტის ყველა მოქმედი ინიციატორი, ხოლო თუ კანონპროექტი საკანონმდებლო ინიციატივის წესით ამომრჩეველთა მიერ არის წარდგენილი − შესაბამისი საინიციატივო ჯგუფი წერილობით მიმართავს პარლამენტის ბიუროს.“; ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ფრაქციის გაუქმების შემთხვევაში მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ იმ კანონპროექტზე, რომელიც განხილვის პროცესშია და პირველი მოსმენით არის მიღებული, მომხსენებელს წამყვანი კომიტეტი დანიშნავს. წამყვანი კომიტეტი ამის შესახებ აცნობებს პარლამენტის ბიუროს. აღნიშნული წესები ვრცელდება აგრეთვე პარლამენტის წევრის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ იმ კანონპროექტზე, რომლის ყველა ინიციატორს ვადამდე შეუწყდა პარლამენტის წევრის უფლებამოსილება და რომელიც განხილვის პროცესშია და პირველი მოსმენით არის მიღებული. ამ პუნქტით გათვალისწინებული ის კანონპროექტი, რომელიც პირველი მოსმენით მიღებული არ არის, გათხოვილად მიიჩნევა წამყვანი კომიტეტის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, შესაბამისი ინფორმაციის პარლამენტის ბიუროს სხდომაზე წარდგენის მომენტიდან.“. 17. 99-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტების, დადგენილებების პროექტებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებით განსაზღვრული წესები ვრცელდება აგრეთვე პარლამენტის დადგენილებების იმ პროექტებზე, რომლებიც პარლამენტს წარედგინება კანონპროექტის პარლამენტისთვის წარდგენისთვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით. ამ მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული წესები ვრცელდება იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებზედაც, რომლებიც პარლამენტს რატიფიცირებისთვის, შეერთებისთვის, დენონსირებისთვის ან გაუქმებისთვის წარედგინა. წამყვანი კომიტეტი იმ საერთაშორისო ხელშეკრულებების ნუსხას, რომელთა განხილვის პროცედურის გაგრძელებასაც იგი მიზანშეწონილად მიიჩნევს, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით პარლამენტის ბიუროს წარუდგენს.“. 18. 102-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. კომიტეტის სხდომაზე განხილვისას კანონპროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნა გათვალისწინებულად მიიჩნევა, თუ მას მომხსენებელი გამოთქვამს ან მას მომხსენებელი დაეთანხმება ან კენჭისყრის შედეგად კომიტეტი გაიზიარებს. კენჭისყრაზე დასაყენებლად შენიშვნა წარდგენილი უნდა იყოს ალტერნატიული წინადადების სახით ან ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. 5. კომიტეტის სხდომაზე განხილვის შედეგად კანონპროექტი შეიძლება ცნობილ იქნეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისთვის მომზადებულად, არასაკმარისად მომზადებულად ან მიუღებლად. კომიტეტის მიერ კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისთვის არასაკმარისად მომზადებულად ან მიუღებლად ცნობა არ აბრკოლებს პლენარულ სხდომაზე მისი განხილვის დაწყებას. თუ კანონპროექტის ინიციატორი პარლამენტის ორი თანამიმდევრული მორიგი სესიის განმავლობაში კომიტეტის მიერ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში მოწვეულ კომიტეტის სხდომაზე არ გამოიტანს კანონპროექტს, იგი პარლამენტიდან გათხოვილად მიიჩნევა, ხოლო კანონპროექტის მეორე ან მესამე მოსმენით განხილვის შემთხვევაში მისი განხილვა წყდება წამყვანი კომიტეტის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, შესაბამისი ინფორმაციის პარლამენტის ბიუროს სხდომაზე წარდგენის მომენტიდან.“. 19. 106-ე მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისას კანონპროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნა გათვალისწინებულად მიიჩნევა, თუ მას მომხსენებელი გამოთქვამს ან მას მომხსენებელი დაეთანხმება.“. 20. 108-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საკანონმდებლო პაკეტის განხილვისა და მიღების თავისებურებანი“; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. საკანონმდებლო პაკეტის მესამე მოსმენით განხილვის დასრულების შემდეგ ამ საკანონმდებლო პაკეტში შემავალ იმ პროექტებზე (მათ საბოლოო რედაქტირებულ ვარიანტებზე), რომელთა მისაღებადაც თანაბარი რაოდენობის ხმებია საჭირო, კენჭისყრა ერთიანად იმართება, თუ რომელიმე პარლამენტის წევრი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის წინ არ მოითხოვს აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტში შემავალ თითოეულ პროექტზე კენჭისყრის ცალკე გამართვას. ამ პუნქტის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე იმ საკანონმდებლო პაკეტზე, რომელსაც პარლამენტი გამარტივებული წესით იხილავს.“. 21. 113-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება გულისხმობს მის სამივე მოსმენით განხილვასა და მიღებას 1 კვირის განმავლობაში, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 1 დღეს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება დასაშვებია ერთზე მეტი მოსმენით, მაგრამ არაუმეტეს ორისა. ამასთანავე, 1 დღეს დასაშვებია კანონპროექტის მხოლოდ მეორე და მესამე მოსმენებით განხილვა და მიღება. თუ მიღებულია პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ და დაიწყო მისი განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მაგრამ იმავე კვირის განმავლობაში იგი სამივე მოსმენით მიღებული არ იქნა, კანონპროექტის ამ რეგლამენტის შესაბამისად განხილვა შეიძლება გაგრძელდეს დაჩქარებული წესით მომდევნო პლენარული სხდომის კვირაში. თუ მიღებულია პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ, მაგრამ იგი პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადაში განხილული არ იქნა, პარლამენტის ბიურო კანონპროექტის განხილვის ახალ ვადას განსაზღვრავს.“. 22. 132-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ვალდებული არიან ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულების დადების შესახებ, რომელიც რატიფიცირებას არ საჭიროებს, მისი დადებიდან 1 თვის ვადაში აცნობონ პარლამენტს და გადასცენ მას ეს საერთაშორისო ხელშეკრულება. ეს ინფორმაცია წარედგინება პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი შეიტანოს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად.“. 23. 138-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. პარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტში ცვლილება შეიძლება შეტანილ იქნეს საქართველოს მთავრობის თანხმობით. ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის შესაბამის, შესწორებულ პროექტს. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტში ცვლილება შეიძლება შეტანილ იქნეს აგრეთვე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მისი განხილვისას იმ შემთხვევაში, თუ შენიშვნას გამოთქვამს ან გამოთქმულ შენიშვნას დაეთანხმება მომხსენებელი.“. 24. 149-ე მუხლის: ა) პირველი−მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პარლამენტის მორიგი სესიის მიმდინარეობისას მორიგი სხდომების კვირის სამშაბათს, ოთხშაბათს ან/და ხუთშაბათს ამ მუხლის შესაბამისად იმართება ინტერპელაცია, თუ ეს დღე დეკემბრის რომელიმე დღეს ან პარლამენტის წინაშე საქართველოს პრემიერმინისტრის ყოველწლიური მოხსენებით წარდგომის კვირის რომელიმე დღეს არ ემთხვევა. პარლამენტის მორიგი სესიის მიმდინარეობისას თვის ბოლო მორიგი სხდომების კვირის სამშაბათს, ოთხშაბათს ან ხუთშაბათს ამ მუხლის შესაბამისად იმართება საქართველოს პრემიერმინისტრის ინტერპელაცია, თუ ეს დღე დეკემბრის ან ივნისის რომელიმე დღეს არ ემთხვევა. ერთი და იგივე სუბიექტი პარლამენტის წინაშე ინტერპელაციის წესით 1 თვის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ წარდგება. 2. ინტერპელაცია ვრცელდება საქართველოს მთავრობაზე, საქართველოს მთავრობის წევრზე, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოზე. ინტერპელაცია იმართება წერილობითი და ზეპირი შეკითხვების დასმის პროცედურით. ინტერპელაციის წესით შეკითხვის დასმის უფლება აქვს ფრაქციას, პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს. შეკითხვის ადრესატი ვალდებულია შეკითხვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უპასუხოს. შეკითხვაზე პასუხის წერილობით წარდგენა სავალდებულო არ არის. 3. პარლამენტის წინაშე ინტერპელაციის წესით წარდგება ის სუბიექტი, რომლის მიმართაც ინტერპელაციის წესით წერილობითი შეკითხვა დაისვა არაუგვიანეს პარლამენტის მორიგი სხდომების კვირის წინა კვირის ოთხშაბათისა. ამ შეკითხვის შინაარსი უნდა იყოს კონკრეტული და უნდა ეხებოდეს შეკითხვის ადრესატის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ საკითხს. აღნიშნული შეკითხვა ჰბარდება პარლამენტის თავმჯდომარეს. პარლამენტის თავმჯდომარე მას გადასცემს შეკითხვის ადრესატს არაუგვიანეს პარლამენტის მორიგი სხდომების კვირის წინა კვირის ხუთშაბათისა. წერილობითი შეკითხვის ავტორს უფლება აქვს, ეს შეკითხვა ნებისმიერ დროს გაითხოვოს. ამ შემთხვევაში აღნიშნულ შეკითხვაზე საპასუხოდ მისი ადრესატი პარლამენტის წინაშე ინტერპელაციის წესით აღარ წარდგება. 4. ინტერპელაციის გამართვის დროს წერილობითი შეკითხვის ავტორსა და ადრესატთან კონსულტაციის საფუძველზე განსაზღვრავს პარლამენტის ბიურო. 1 დღის განმავლობაში გამართული ყველა ინტერპელაციის პროცედურის საერთო ხანგრძლივობა 3 საათს არ უნდა აღემატებოდეს. ეს დრო შეიძლება გახანგრძლივდეს მიმდინარე ინტერპელაციის პროცედურის დასრულებამდე, თუ ამას ღია კენჭისყრით (ხელის აწევით) მხარს დაუჭერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრე პარლამენტის წევრთა უმრავლესობა. თუ ივარაუდება, რომ ინტერპელაციის წესით დასმული შეკითხვების რაოდენობის გამო ამ პუნქტით გათვალისწინებული 3-საათიანი ვადის დაცვა შეუძლებელია, პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია შეამციროს ამ მუხლით განსაზღვრული დრო და დაადგინოს სხვა განრიგი ან შეკითხვების ნაწილზე საპასუხოდ ინტერპელაციის პროცედურა ინტერპელაციის სხვა დღეს გადაიტანოს.“; ბ) მე-5−მე-10 პუნქტები ამოღებულ იქნეს; გ) მე-11 და მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავდაპირველად შეკითხვის ავტორს ეძლევა 5 წუთი, ხოლო შემდეგ შეკითხვის ადრესატს – 10 წუთი, რომელიც შეიძლება გააგრძელოს პლენარული სხდომის თავმჯდომარემ. შეკითხვის ერთი ადრესატის მიმართ რამდენიმე შეკითხვის არსებობისას შეკითხვები ინტერპელაციის ერთ პროცედურაში ერთიანდება. ამ შემთხვევაში შეკითხვის ადრესატი შეკითხვებს ყველა შეკითხვის დასმის შემდეგ უპასუხებს. 12. შეკითხვის ავტორს უფლება აქვს, შეკითხვის ადრესატს დამაზუსტებელი კითხვით მიმართოს ერთხელ, არაუმეტეს 2 წუთით. ყველა დამაზუსტებელი კითხვის დასმის შემდეგ შეკითხვის ადრესატს პასუხის დაზუსტებისთვის ეძლევა 5 წუთი, რომელიც შეიძლება გააგრძელოს პლენარული სხდომის თავმჯდომარემ.“; დ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „15. ზეპირ შეკითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ დებატებისთვის თითოეულ ფრაქციას ეძლევა 10 წუთი, ხოლო პარლამენტის ყოველ უფრაქციო წევრს − 1 წუთი. თავდაპირველად სიტყვით გამოდიან უფრაქციო პარლამენტის წევრები, ხოლო შემდეგ − ფრაქციების წევრთა რაოდენობის ზრდადობის მიხედვით ფრაქციათა წარმომადგენლები. ფრაქცია მისთვის გამოყოფილი დროის ფარგლებში განსაზღვრავს გამომსვლელთა რაოდენობას. გამომსვლელისთვის გამოყოფილი დროის გაზრდა დაუშვებელია. დებატების შემდეგ შეკითხვის ადრესატს ეძლევა 5 წუთი დასკვნითი გამოსვლისთვის.“. 25. 155-ე მუხლის: ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. თუ პირი ნდობის ჯგუფის წევრად ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით არის წარდგენილი, ეს ინფორმაცია აისახება პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში და წარედგინება პარლამენტის პლენარულ სხდომას, რაც ფორმდება პლენარული სხდომის საოქმო ჩანაწერით. აღნიშნული ინფორმაციის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარდგენის მომენტიდან შესაბამისი პირი იძენს ნდობის ჯგუფის წევრის უფლებამოსილებას.“; ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ფრაქციას უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გამოიწვიოს ან ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით შეცვალოს მის მიერ წარდგენილი ნდობის ჯგუფის წევრი. ფრაქცია ამის შესახებ წერილობით მიმართავს პარლამენტს. თუ ეს მიმართვა შეესაბამება ამ მუხლის მოთხოვნებს, სათანადო ინფორმაცია აისახება პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში და წარედგინება პარლამენტის პლენარულ სხდომას, რაც ფორმდება პლენარული სხდომის საოქმო ჩანაწერით. აღნიშნული ინფორმაციის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარდგენის მომენტიდან ნდობის ჯგუფის შესაბამის წევრს უწყდება ნდობის ჯგუფის წევრის უფლებამოსილება, ხოლო მისი შეცვლის შემთხვევაში იმავდროულად უფლებამოსილებას იძენს ნდობის ჯგუფის ახალი წევრი.“. 26. 175-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პარლამენტი მისთვის წარდგენილ ანგარიშს განიხილავს ამ მუხლით დადგენილი წესით, თუ ამ რეგლამენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამ მუხლის მიზნებისთვის პარლამენტისთვის წარდგენილ ანგარიშად მიიჩნევა მხოლოდ არასაპარლამენტო სუბიექტის ის წერილობითი ანგარიში, რომლის პარლამენტისთვის წარდგენის მოვალეობასაც უშუალოდ ითვალისწინებს საქართველოს საკანონმდებლო აქტი.“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ანგარიში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას წამყვანი კომიტეტის, ფრაქციის ან პარლამენტის ბიუროს წევრის მოთხოვნის საფუძველზე მხარს დაუჭერს პარლამენტის ბიურო. წამყვან კომიტეტს უფლება აქვს, ეს მოთხოვნა ასახოს ანგარიშის შესახებ თავის დასკვნაში, ხოლო ფრაქციას, პარლამენტის ბიუროს წევრს უფლება აქვს, პარლამენტის ბიუროს აღნიშნული მოთხოვნით მიმართოს წამყვანი კომიტეტის მიერ ანგარიშის შესახებ თავისი დასკვნის პარლამენტის ბიუროსთვის წარდგენიდან არაუგვიანეს 2 კვირისა. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ ანგარიშზე, რომლის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვის ვალდებულებაც ამ რეგლამენტიდან გამომდინარეობს.“; გ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს; დ) მე-10 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. ანგარიშის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვის შემთხვევაში მისი განხილვის დასრულების შემდეგ პარლამენტი უფლებამოსილია მიიღოს შესაბამისი დადგენილება. 11. პარლამენტი მისთვის წარდგენილ მოხსენებას, მიმოხილვას, ინფორმაციას განიხილავს ამ მუხლით დადგენილი წესით, თუ ამ რეგლამენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამ მუხლის მიზნებისთვის პარლამენტისთვის წარდგენილ მოხსენებად, მიმოხილვად, ინფორმაციად მიიჩნევა მხოლოდ არასაპარლამენტო სუბიექტის ის წერილობითი მოხსენება, მიმოხილვა, ინფორმაცია, რომლის პარლამენტისთვის წარდგენის მოვალეობასაც უშუალოდ ითვალისწინებს საქართველოს საკანონმდებლო აქტი.“. 27. მე-200 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 200. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის – მეურვის არჩევის წესი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის – მეურვის (შემდგომ − მეურვე) უფლებამოსილების ვადის გასვლამდე, როგორც წესი, არაუადრეს 45 კალენდარული დღისა და არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, ხოლო მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში − როგორც წესი, არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი კვოტის მქონე სუბიექტი პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს მეურვეობის კანდიდატს და ამ პირის წერილობით თანხმობას მეურვედ არჩევის შესახებ. მეურვის 1 თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს მხოლოდ 1 პირი წარედგინება. თუ პირი მეურვედ ასარჩევად პარლამენტს არასათანადო სუბიექტმა წარუდგინა ან სათანადო სუბიექტმა პარლამენტს მეურვის 1 თანამდებობაზე ასარჩევად ერთზე მეტი პირი წარუდგინა, არცერთი ეს პირი მეურვეობის კანდიდატად წარდგენილად არ მიიჩნევა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წარდგინება და თანდართული დოკუმენტები დაუყოვნებლივ გადაეცემა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს. პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, როგორც წესი, 2 კვირის ვადაში შეისწავლის და განიხილავს მეურვეობის კანდიდატის კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას და სათანადო შედეგს თავის დასკვნაში ასახავს. მეურვეობის კანდიდატი და მისი წარმდგენი სუბიექტი ვალდებული არიან პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს საჭირო ინფორმაცია სრულყოფილად და დროულად მიაწოდონ. ამასთანავე, აღნიშნული კომიტეტი უფლებამოსილია მოიძიოს ან/და გადაამოწმოს საჭირო ინფორმაცია მეურვეობის კანდიდატის შესახებ. 3. პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი თავის საჯარო სხდომაზე უსმენს მეურვეობის კანდიდატს. მეურვეობის კანდიდატი ვალდებულია პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს გააცნოს თავისი კონცეფცია საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების შესახებ და უპასუხოს კომიტეტის სხდომაზე დასმულ შეკითხვებს. პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი მეურვეობის კანდიდატის კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესწავლისა და განხილვის საფუძველზე, აგრეთვე მეურვეობის კანდიდატის კომიტეტის საჯარო სხდომაზე მოსმენის შედეგად გასცემს რეკომენდაციას მეურვეობის კანდიდატის მეურვედ არჩევის შესახებ ან მის მეურვედ არჩევაზე უარის თქმის თაობაზე. ეს რეკომენდაცია აღნიშნული კომიტეტის დასკვნაში აისახება. 4. მეურვეობის კანდიდატის საჯარო სხდომაზე მოსმენის შემდეგ პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი თავის დასკვნას მეურვეობის კანდიდატის წერილობით თანხმობასა და სხვა სათანადო დოკუმენტებთან ერთად წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. აღნიშნული კომიტეტის დასკვნა და სხვა დოკუმენტები ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე. პარლამენტის ბიუროს მეურვის არჩევის საკითხი შეაქვს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში. 5. პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე მართავს კენჭისყრას მეურვეობის კანდიდატის მეურვედ ასარჩევად. საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციის კვოტით წარდგენილი მეურვეობის კანდიდატი მეურვედ აირჩევა, თუ მას კენჭისყრისას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედი, ხოლო სხვა სუბიექტის კვოტით წარდგენილი მეურვეობის კანდიდატი მეურვედ აირჩევა, თუ მას კენჭისყრისას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ კენჭისყრის შედეგად მეურვეობის კანდიდატი მეურვედ ვერ აირჩა, მისი წარმდგენი სუბიექტი, როგორც წესი, არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა ამ მუხლის შესაბამისად პარლამენტს მეურვეობის ახალ კანდიდატს წარუდგენს. ამის შემდეგ ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურები ხელახლა ტარდება. 6. მეურვეობის კანდიდატს ან მის წარმდგენ სუბიექტს უფლება აქვს, ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურების დასრულებამდე უარი თქვას მეურვედ მის არჩევაზე. აღნიშნული უარის სათქმელად მეურვეობის კანდიდატი ან მისი წარმდგენი სუბიექტი პარლამენტს სათანადო წერილობითი განცხადებით მიმართავს. ამ შემთხვევაში მეურვეობის აღნიშნული კანდიდატის მიმართ შეწყდება ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურები, ხოლო მისი წარმდგენი სუბიექტი, როგორც წესი, არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა ამ მუხლის შესაბამისად პარლამენტს მეურვეობის ახალ კანდიდატს წარუდგენს. ამის შემდეგ ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურები ხელახლა ტარდება.“. 28. 207-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გადადგომის შესახებ გენერალური აუდიტორის წერილობითი განცხადება წარედგინება პარლამენტს და გადაეცემა პარლამენტის ბიუროს. გადადგომის შესახებ გენერალური აუდიტორის წერილობითი განცხადების პარლამენტისთვის წარდგენის მომენტიდან გენერალურ აუდიტორს უფლებამოსილება უწყდება.“. 29. 212-ე მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ ან „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფაქტის გამოვლენიდან ან ამ ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 1 კვირის ვადაში ამ რეგლამენტის მე-9 მუხლის მე-9, მე-10 ან მე-11 პუნქტის შესაბამისად შეისწავლის აღნიშნული ფაქტის ნამდვილობის საკითხს და სათანადო დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ აღნიშნული ფაქტის ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში ამ ფაქტის დადგომის მომენტიდან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს უფლებამოსილება უწყდება.“; ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. გადადგომის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის წერილობითი განცხადება წარედგინება პარლამენტს და გადაეცემა პარლამენტის ბიუროს. გადადგომის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის წერილობითი განცხადების პარლამენტისთვის წარდგენის მომენტიდან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს უფლებამოსილება უწყდება.“. 30. 213-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ან „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მეურვისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია წარედგინება პარლამენტს და გადაეცემა პარლამენტის ბიუროს.“. 31. 220-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 220. საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება პარლამენტი საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომის დღეს საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად ისმენს საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. აღნიშნული თარიღის შეცვლა შესაძლებელია პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის მიმართვის დასრულებით ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურა სრულდება.“. 32. 232-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ეთიკის საბჭოს შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია წარედგინება პარლამენტის ბიუროს.“. მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან.
|
თბილისი, 10 ივნისი 2026 წ. N1683-Vმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები