„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურის სოციალური დაცვის გარანტიების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 3 ივლისის №59 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 83
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 15/06/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 140070000.22.034.017740
83
15/06/2026
ვებგვერდი, 15/06/2026
140070000.22.034.017740
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურის სოციალური დაცვის გარანტიების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 3 ივლისის №59 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურის სოციალური დაცვის გარანტიების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 3 ივლისის №59 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №83

2026 წლის 15 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურის სოციალური დაცვის გარანტიების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 3 ივლისის №59 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურის სოციალური დაცვის გარანტიების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 3 ივლისის №59 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 03.07.2019, 140070000.22.034.016886) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დანართის:

1. მე-9 მუხლის:

ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, დაზიანების ხარისხის შესაბამისად, ამ ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მას ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება შემდეგი ოდენობით:

ა) ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისას – 20 000 (ოცი ათასი) ლარი;

ბ) ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარი;

გ) ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებისას (ჯანმრთელობის მოშლით) – 10 000 (ათი ათასი) ლარი.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამსახურის ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული საექსპერტო დასკვნით.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 42 პუნქტები:

„41. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჯანმრთელობის დაზიანების სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღების ფაქტი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დასკვნით.

42. ამ მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნის საფუძველზე, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მოსამსახურეს მიეცემა ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ერთჯერადი ფულადი დახმარება.“;

გ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, უშუალოდ ხანძრის ჩაქრობისას ან/და სამაშველო სამუშაოების/საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების დროს ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას, სამსახურის მეხანძრე-მაშველის დაღუპვის ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) სამსახურისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, სამსახურის უფროსის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. სამსახურის მეხანძრე-მაშველის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო (სამსახური) ანაზღაურებს.

6. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოსამსახურის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს), სამსახურისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, სამსახურის უფროსის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. მოსამსახურის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს.“;

დ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:

„81. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული მოსამსახურის (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) ოჯახის წევრი (მეუღლე და არასრულწლოვანი შვილები) შესაძლებელია უზრუნველყოფილ იქნეს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევით.“;

ე) მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. დაღუპულ (გარდაცვლილ) მოსამსახურეზე ფაქტობრივად გაცემული ხელფასი (ფულადი სარგო), დანამატი, დახმარება, კომპენსაცია და პრემია არ ექვემდებარება დაბრუნებას.

10. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, თუ ეს დაზიანება შეუძლებელს ხდის მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას, სამსახური უზრუნველყოფს ამ მოსამსახურის სამსახურში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, პიროვნული და საქმიანი თვისებებისა და განათლების შესაბამის სხვა თანამდებობაზე დასაქმებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თუ ობიექტურად ამ პირის სხვა თანამდებობაზე დასაქმება შესაძლებელია – სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის მიერ გაცემული სამედიცინო დასკვნის შესაბამისად – მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, განათლების, პიროვნული და საქმიანი თვისებების გათვალისწინებით.“.

2. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 10

ამ ბრძანებით გათვალისწინებული ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა, გარდა ამავე ბრძანების მე-9 მუხლის 81 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, მოსამსახურისთვის ხორციელდება სამსახურისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ხოლო სააგენტოს მოსამსახურისთვის – სააგენტოსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და  ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2026 წლის 1 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისულხან თამაზაშვილი