„ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1722-Vმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 10/06/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 390040000.05.001.103129
1722-Vმს-XIმპ
10/06/2026
ვებგვერდი, 12/06/2026
390040000.05.001.103129
„ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

„ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №43, 2000 წელი, მუხ. 122) მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სათანადო წესით გაცემული მშენებლობის ნებართვის არსებობის შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთზე განთავსებული მერქნიანი მცენარეები პირდაპირ აფერხებს მშენებლობას და სამშენებლო ტერიტორიაზე მათი დატოვება შეუძლებელს გახდის მშენებლობის განხორციელებას. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მერქნიანი მცენარეების ჭრა დასაშვებია მხოლოდ ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შესაბამისი საკომპენსაციო ღონისძიების განხორციელების – აღდგენითი ღირებულების თანხის გადახდის შემდეგ. ამასთანავე, მოსაჭრელი მერქნიანი მცენარეების რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს შესაბამის ტერიტორიაზე არსებული მერქნიანი მცენარეების 25%-ს, რომელიც არ მოიცავს ხილკენკროვან, ბუჩქოვან, დაავადებულ, ზეხმელ, ხმობად, ფაუტ, გადაბერებულ (ამორტიზებულ) და ავარიულ  მცენარეებს, აგრეთვე არაუმეტეს 12 სმ დიამეტრის მქონე შემდეგ სახეობებს: ხემყრალა (აილანთუსი), თუთა, აკაცია, კელრეუტერია, არღავანი, დიადი ბოკვი, გლედიჩია, იასამანი, ამერიკული ნეკერჩხალი;“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) დაუმთავრებელი მშენებლობის დასრულების, ავარიული სახლის ჩანაცვლების მიზნით. საპროექტო ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების მოჭრის/გადარგვის საკითხთან დაკავშირებით ხელშემწყობი ღონისძიებების სახით ქ. თბილისის საკრებულომ შეიძლება ამ კანონით განსაზღვრულისგან განსხვავებული პირობები დაადგინოს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

10 ივნისი 2026 წ.

N1722-Vმს-XIმპ