„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 16 აპრილი №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 10/06/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.137.016849
26
10/06/2026
ვებგვერდი, 11/06/2026
010250020.35.137.016849
„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 16 აპრილი №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ადიგენის მუნიციპალიტეტი
 
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №26

2026 წლის 10 ივნისი

დაბა ადიგენი

„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 16 აპრილის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4  პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ადიგენის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების  მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 16 აპრილის №16 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/04/2026, 010250020.35.137.016838),  კერძოდ:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადიგენის მუნიციპალიტეტში ცხოველთა მართვის სფეროში უფლებამოსილი ორგანო არის ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის  ზედამხედველობის სამსახური.“;

ბ)დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 103-ე, 1032, 1033 მუხლების, 1034  მუხლის  პირველი და მეორე ნაწილების   შესაბამისად.“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-17 მუხლის მეორე პუნქტი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 103-ე, 1032, 1033 მუხლების და 1034 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ოქმს ადგენს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ზედამხედველობის სამსახური.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშმაგი ბიძიშვილი