დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადის მონაწილე საქართველოს ნაკრები გუნდის წევრის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი ჩარიცხვისა და დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 31 ივლისის №88/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 76/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 12/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430060000.22.022.018855 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადის მონაწილე საქართველოს ნაკრები გუნდის წევრის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი ჩარიცხვისა და დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 31 ივლისის №88/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 31/07/2015; სარეგისტრაციო კოდი: 430060000.22.022.016994) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:
1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადის მონაწილე საქართველოს ნაკრები გუნდის წევრის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“. 2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 დამტკიცდეს „საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადის მონაწილე საქართველოს ნაკრები გუნდის წევრის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი ჩარიცხვის წესი“ ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.“. 3. პირველი მუხლით დამტკიცებული წესი ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადის მონაწილე საქართველოს ნაკრები გუნდის წევრის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი ჩარიცხვის წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულება ეს წესი განსაზღვრავს საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადის მონაწილე საქართველოს ნაკრები გუნდის წევრის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი ჩარიცხვის პირობებს.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ ბრძანების მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადა – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ პრიორიტეტულად აღიარებული საერთაშორისო შეჯიბრი (ჩემპიონატი) კონკრეტულ საგანში/საგნებში სასკოლო ასაკის მოსწავლეებს შორის, ამასთან, შეჯიბრში ქვეყნები წარმოდგენილია ნაკრები გუნდების სახით, რომლებიც შეირჩევიან ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის საფუძველზე. საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაა ასევე საერთაშორისო შეჯიბრი (ჩემპიონატი) კონკრეტულ საგანში/საგნებში ან/და სახელოვნებო/სასპორტო ღონისძიებებში სასკოლო ასაკის მოსწავლეებს შორის, რომელშიც მონაწილეობს არანაკლებ 20 ქვეყნის ნაკრები გუნდი, რომლის წევრებიც შეირჩევიან კონკურსის საფუძველზე; ბ) ნაკრები გუნდი – ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ან სხვა კონკურსის საფუძველზე გამოვლენილი ერთი ან რამდენიმე მოსწავლე, რომელიც მონაწილეობას იღებს საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაში; გ) ნაკრები გუნდის წევრი – მოსწავლე, რომელიც მონაწილეობას იღებს საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაში; დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება; ე) პირობითი სტუდენტი – საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილე საქართველოს ნაკრები გუნდის წევრი, რომელიც ამ წესის შესაბამისად ჩაირიცხა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
მუხლი 3. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა 1. საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილე საქართველოს ნაკრები გუნდის წევრ აბიტურიენტს, რომელიც საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის გამო ვერ ახერხებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღებას, უფლება აქვს პირობით ჩაირიცხოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო ან დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე. 2. საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილე საქართველოს ნაკრები გუნდის წევრთა სია, რომელთაც უფლება აქვთ პირობით ჩაირიცხონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, განისაზღვრება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილე საქართველოს ნაკრები გუნდის წევრის ჩარიცხვას ახორციელებს განცხადებისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. 4. კერძო სამართლის იურიდიული პირი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, თანხმობის შემთხვევაში, საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილე საქართველოს ნაკრები გუნდის წევრის ჩარიცხვას ახორციელებს განცხადებისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
მუხლი 4. პირობითი სტუდენტის სტატუსი 1. პირობითი სტუდენტი სარგებლობს სტუდენტის ყველა უფლებით და ეკისრება მისი ყველა მოვალეობა. 2. პირობითი სტუდენტის სტატუსი მოქმედებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი ჩარიცხვიდან 1 წლის განმავლობაში და წყდება აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ. 3. პირობითი სტუდენტის სტატუსის მქონე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის ისეთი გაუარესებისას, რაც გამორიცხავს პირის მონაწილეობას პირობითი სტუდენტის სტატუსის მოპოვების მომდევნო წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პირობითი სტუდენტის სტატუსის არაუმეტეს 1 წლით გახანგრძლივების შესახებ. 4. პირობითი სტუდენტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლებას მოიპოვებს პირობითი სტუდენტის სტატუსის მოპოვების/გახანგრძლივების მომდევნო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის საფუძველზე. 5. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის შემთხვევაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებს პირობითი სტუდენტის მიერ მოპოვებულ კრედიტებს. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები