დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1720-Vმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 10/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430050000.05.001.103128 |
|
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის: ა) „ღ4“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ღ4) მასწავლებლობის მაძიებელი – პირი, რომელსაც აქვს სულ მცირე ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან/და სახელოვნებო, სასპორტო ან ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების სფეროში პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ესთეტიკური აღზრდის, სპორტის ან ტექნოლოგიების საგნის/საგნობრივი ჯგუფის სავალდებულო საგნების სწავლების შემთხვევაში) და რომელიც, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებიდან გამომდინარე, არაუმეტეს 2 წლისა დასაქმებულია ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;“; ბ) „ღ11“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ12“ ქვეპუნქტი: „ღ12) შემცვლელი სპეციალური მასწავლებელი: ღ12.ა) დროებით არმყოფი სპეციალური მასწავლებლის შემცვლელი პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის 213 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, ან პირი, რომელსაც აქვს სკოლაში სპეციალურ მასწავლებლად მუშაობის სულ მცირე 2 წლის გამოცდილება და მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით ან აქვს სულ მცირე ფსიქოლოგიის ბაკალავრის ან ოკუპაციური თერაპევტის აკადემიური ხარისხი და რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებულია შემცვლელ სპეციალურ მასწავლებლად, იმ შემთხვევაში, თუ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებიდან გამომდინარე, დროებით არმყოფი სპეციალური მასწავლებლის ამავე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სხვა სპეციალური მასწავლებლით ჩანაცვლება შეუძლებელია; ღ12.ბ) პირი, რომელსაც აქვს სკოლაში სპეციალურ მასწავლებლად მუშაობის სულ მცირე 2 წლის გამოცდილება და მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით ან აქვს სულ მცირე ფსიქოლოგიის ბაკალავრის ან ოკუპაციური თერაპევტის აკადემიური ხარისხი და რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებულია შემცვლელ სპეციალურ მასწავლებლად, იმ შემთხვევაში, თუ სკოლის მიერ აღნიშნულ თანამდებობაზე გამოცხადებული ვაკანსია კონკურსის გზით ვერ შეივსო. აღნიშნულ შემთხვევაში პირი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში შემცვლელ სპეციალურ მასწავლებლად შეიძლება დასაქმდეს შესაბამისი სასწავლო წლის ბოლომდე;“. 2. 212 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ესთეტიკური აღზრდის, სპორტის ან ტექნოლოგიების საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელიც ესთეტიკური აღზრდის, სპორტის ან ტექნოლოგიების საგანს/საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულ ყველა საგანს ასწავლის შესაბამის საფეხურზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;“; ბ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები: „ი) პროგრამის მასწავლებელი − მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ადმინისტრირებული მიზნობრივი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში განსაზღვრული ვადით მივლენილი მასწავლებელი; კ) პროგრამის სპეციალური მასწავლებელი − მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ადმინისტრირებული მიზნობრივი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში განსაზღვრული ვადით მივლენილი სპეციალური მასწავლებელი.“. 3. 213 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კანონის 212 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„გ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თანამდებობების მასწავლებლები უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას: ა) უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით); ბ) უნდა ჰქონდეთ განათლების მიმართულებით მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია; გ) უნდა ჰქონდეთ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში უნდა გაიარონ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი; დ) უნდა ჰქონდეთ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და უნდა ჰქონდეთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია; ე) უნდა ჰქონდეთ მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და ჰქონდეთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია; ვ) უნდა ჰქონდეთ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულების დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ზ) უნდა ჰქონდეთ მასწავლებლობის უფლება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მოპოვებული მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის მიხედვით.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ კანონის 212 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სპეციალური მასწავლებლები უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას: ა) უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა ან მოპოვებული უნდა ჰქონდეთ სპეციალური მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი; ბ) უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და ამ პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეთ სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული; გ) უნდა ჰქონდეთ სპეციალური განათლების ან განათლების მეცნიერებების (ნაშრომი უნდა ეხებოდეს ინკლუზიურ განათლებას) დოქტორის აკადემიური ხარისხი; დ) უნდა ჰქონდეთ სულ მცირე ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი უნდა ჰქონდეთ სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა ან მოპოვებული უნდა ჰქონდეთ სპეციალური მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი; ე) უნდა ჰქონდეთ მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით ან ჰქონდეთ სულ მცირე ფსიქოლოგიის ბაკალავრის ან ოკუპაციური თერაპევტის აკადემიური ხარისხი და ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა ან მოპოვებული უნდა ჰქონდეთ სპეციალური მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი; ვ) ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა და უნდა ჰქონდეთ მასწავლებლობის უფლება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მოპოვებული მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის მიხედვით; ზ) ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა და უნდა აკმაყოფილებდნენ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ერთ-ერთ მოთხოვნას.“; გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ კანონის 212 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს. ამასთანავე, ესთეტიკური აღზრდის, სპორტის ან ტექნოლოგიების საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელს უნდა ჰქონდეს: ა) სრული ზოგადი განათლება; ბ) შესაბამის სახელოვნებო, სასპორტო ან ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების სფეროში უმაღლესი განათლება ან სახელოვნებო, სასპორტო ან ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების სფეროში პროფესიული განათლება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლილი უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და ჩაბარებული უნდა ჰქონდეს იმ საგნის გამოცდა, რომელსაც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.“. 4. 214 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები: „31. პირი, რომელსაც აქვს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი სავალდებულო საგნის სულ მცირე ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან სახელოვნებო, სასპორტო ან ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების სფეროში პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, კვალიფიკაციის შესაბამისი საგნით მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამაში ჩაერთვება საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების გარეშე. 32. პირი, რომელსაც აქვს სულ მცირე ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, ვალდებულია მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამაში ჩართვამდე დაადასტუროს შესაბამისი საგნობრივი კომპეტენცია, თუ მას აღნიშნული საგნის შესაბამისი კვალიფიკაცია უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტით არ უდასტურდება.“. 5. 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ1) უფლებამოსილია მოწვეული მასწავლებლისთვის, შემცვლელი მასწავლებლისა და შემცვლელი სპეციალური მასწავლებლისთვის დაადგინოს საკვალიფიკაციო მოთხოვნები;“. მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა და სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება/გამოცემა. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 10 ივნისი 2026 წ. N1720-Vმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები