დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2025 წლის 26 ბთებერვლის N71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 105 |
| დოკუმენტის მიმღები | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 29/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/06/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310150000.55.067.016231 |
|
„შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2025 წლის 26 თებერვლის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2025 წლის 26 თებერვლის №71 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ.“; ბ) ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. დამტკიცდეს თანდართული შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნები.“; გ) ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან. |
|
დანართი №1
შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნები |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები