დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 14 მაისის №143 საჯარო გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 175 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო გადაწყვეტილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
საჯარო გადაწყვეტილება №175
2026 წლის 8 ივნისი
ქ. თბილისი
,,ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 14 მაისის №143 საჯარო გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 461 მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილების საფუძველზე, შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 14 მაისის №143 საჯარო გადაწყვეტილებაში (www.matsne.gov.ge, 15.05.2026) და პირველი მუხლის მე-3 ნაწილის (3. გადაწყვეტილება) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. მეწარმე ფიზიკური პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში (დეველოპერული საქმიანობა, იპოთეკური მოთხოვნების უზრუნველყოფა და სხვა) განხორციელებული მიწოდება, არ განიხილება საცხოვრებელი ბინის/სახლის რეალიზაციად სსკ-ის 81-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და სსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ.ა“ ქვეპუნქტის მიზნისთვის.
ამასთანავე, სისტემურ და ორგანიზებულ საქმიანობად მიიჩნევა ისეთი საქმიანობა, რომლის ფარგლებში პირი აქტივების შექმნას, შეძენას ან რეალიზაციას ახორციელებს როგორც დამოუკიდებელ და ძირითად ეკონომიკურ საქმიანობას, რეგულარული შემოსავლის მიღების მიზნით. საცხოვრებელი ბინების/სახლების მხოლოდ ფლობა, მათი რაოდენობა, ფლობის ხანგრძლივობა და შემდგომი გასხვისება, თავისთავად არ წარმოადგენს საქმიანობის სამეწარმეო საქმიანობად დაკვალიფიცირების საკმარის საფუძველს.“.
მუხლი 2. საჯარო გადაწყვეტილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრი ლაშა ხუციშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები