დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2004 წლის 14 დეკემბრის №3/431 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3/24 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/01/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 16, 05/02/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/10/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.028.009.902 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 450.040.000.22.028.009.902
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №3/24
2007 წლის 30 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2004 წლის 14 დეკემბრის №3/431 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2004 წლის 14 დეკემბრის №3/431 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კომისიის” (შემდგომში – კომისია) დებუ-ლებაში (სსმ III, 2004 წელი, №150, მუხ. 1369) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება და დამატებები:
ა) კომისიის დებულების II თავის მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე” ქვეპუნქტი:
„ე) არქეოლოგიური ქვეკომისია”;
ბ) კომისიის დებულების II თავის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4.
კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა
და სპორტის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).”;
გ) კომისიის დებულების III თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის „111” მუხლი:
„მუხლი 111
არქეოლოგიური ქვეკომისია იხილავს:
ა) არქეოლოგიური სამუშაოების პროექტებს, კომპეტენციის ფარგლებში არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის გაცემის, მოქმედების შეჩერების, განახლების, გაუქმებისა და მასში ცვლილებების შეტანის საკითხებს;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, მიმდინარე და დასრულებულ არქეოლოგიურ სამუშაოთა ანგარიშებს;
გ) არქეოლოგიურ სამუშაოთა სამეცნიერო-მეთოდურ საკითხებს;
დ) არქეოლოგიურ ზონებში მიწის, სამეურნეო და სხვა სამუშაოთა, ასევე სატრანსპორტო და საფეხმავლო გადაადგილების შეზღუდვისა და აკრძალვის საკითხებს;
ე) სამინისტროს მიერ განსახილველად წარდგენილ სხვა საკითხებს.”.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. გაბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები