„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 43
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 10/06/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 280120000.22.026.017477
43
10/06/2026
ვებგვერდი, 10/06/2026
280120000.22.026.017477
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
საქართველოს თავდაცვის  მინისტრის

ბრძანება №43

2026 წლის 10 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 280120000.22.026.016549) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.  591 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2.  593 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 594 მუხლი:

„მუხლი 594

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 11 თვით გაწვეულ და ჩარიცხულ პირებს, რომლებიც სრულად იმსახურებენ 11 თვის ვადით, აღნიშნული სამსახურიდან დათხოვნის მომენტისათვის მიეცემათ დანამატი 5103 ლარის ოდენობით.“.

3.  64-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 65-ე მუხლი:

„მუხლი 65

1.  2025 წელს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 11 თვის ვადით გაწვეულ და ჩარიცხულ პირს, რომელიც ამ სამსახურს სრულად დაასრულებს, სამინისტროს ასიგნებებიდან დაუფინანსდება საქართველოს ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მხოლოდ ერთ − ბაკალავრიატის, მაგისტრატურის/რეზიდენტურის, დოქტორანტურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მის მიერ გადასახდელი სწავლის საფასური არაუმეტეს 2 250 ლარის ოდენობით (გადასახადებისა და საპენსიო შენატანის გარეშე), რომელიც სემესტრების მიხედვით გადანაწილდება (წელიწადში ორჯერ გადაიხდება).

2. ამ ბრძანების 594 მუხლის მოქმედება გავრცელდეს 2026 წლიდან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 11 თვის ვადით გაწვეულ და ჩარიცხულ პირებზე, რომლებიც სრულად იმსახურებენ 11 თვის ვადით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი