„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 177
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 09/06/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.018023
177
09/06/2026
ვებგვერდი, 10/06/2026
190040000.22.033.018023
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №177

2026 წლის 9 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანებაში (სსმ III, №145, 25.11.09,  მუხლი 1695) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის“:

1. 48-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 48. დისციპლინური პასუხისმგებლობა სამსახურის თანამშრომლების მიმართ, რომლებიც ახორციელებენ გამოძიებას

სამსახურის თანამშრომლების მიმართ, რომლებიც ახორციელებენ გამოძიებას, დისციპლინური სახდელის დადება სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების დარღვევის გამო შეიძლება მხოლოდ პროკურორის წარდგინებით ან სასამართლოს კერძო განჩინების საფუძველზე, ხოლო სხვა დარღვევების გამო – საერთო წესით.“.

2. 50-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვალდებულება არ ვრცელდება სამსახურის სპეციალური რაზმის თანამშრომლებზე. იმ შემთხვევაში, თუ სამსახურის მიერ მათთვის მოწყობილი კვალიფიკაციის ამაღლების (მომზადების, გადამზადების) შესაბამისი კურსები შედგება რამდენიმე სასწავლო მოდულისგან და სამსახურის სპეციალური რაზმის თანამშრომელი რომელიმე კონკრეტული სასწავლო მოდულის შუალედურ/საბოლოო გამოცდაზე პირველად მიიღებს უარყოფით შეფასებას, მას მხოლოდ ერთჯერადად მიეცემა უფლება, განმეორებით ჩააბაროს აღნიშნული შუალედური/საბოლოო გამოცდა (მომდევნო სასწავლო მოდულის დაწყებამდე) და მიიღოს დადებითი შეფასება, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დათხოვნილი იქნება სამსახურიდან.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი