„საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1687-Vმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 10/06/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 040090000.05.001.103139
1687-Vმს-XIმპ
10/06/2026
ვებგვერდი, 15/06/2026
040090000.05.001.103139
„საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

„საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27.02.2023, სარეგისტრაციო კოდი: 040090000.05.001.020812) XIV თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი XIV

გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

 

მუხლი 97. ძალადაკარგული ნორმატიული აქტები

2030 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) და მის საფუძველზე მიღებული/გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. აღნიშნული კანონი და მის საფუძველზე მიღებული/გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები იურიდიულ ძალას ინარჩუნებს 2030 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების ფარგლებში, მათ დასრულებამდე, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

მუხლი 98. ამ კანონის ამოქმედებისთვის განსახორციელებელი ღონისძიებები

1. 2030 წლის 1 იანვრიდან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ეწოდოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო შესყიდვების სააგენტო. ამ თარიღის დადგომამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო შესყიდვების სააგენტოს დებულების დამტკიცება.

2. 2030 წლის 1 იანვრიდან სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს ეწოდოს საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო. ამ თარიღის დადგომამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს რეგლამენტის დამტკიცება. ამ კანონის ამოქმედება არ იწვევს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე არჩეული სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრის/წევრების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას.

3. საქართველოს მთავრობამ 2030 წლის 1 იანვრამდე:

ა) მიიღოს ამ კანონის 53-ე მუხლის მე-14 პუნქტით, 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 73-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და 74-ე მუხლით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

ბ) სამართლებრივი აქტით განსაზღვროს ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი ორგანო/ორგანოები.

4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ 2030 წლის 1 იანვრამდე გამოსცეს ამ კანონის მე-100 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ ამ კანონის მუხლებთან დაკავშირებული, ამავე კანონით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი/აქტები. ამასთანავე, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 2030 წლის 1 იანვრამდე შექმნას ამ კანონისა და მის საფუძველზე მიღებული/გამოცემული შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებთან მისადაგებული ელექტრონული სისტემა.

5. შემსყიდველმა ორგანიზაციამ 2030 წლის 1 იანვრიდან, ამ კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად, თავის სტრუქტურაში/საშტატო ნუსხაში საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის/პირის განსაზღვრისთვის განახორციელოს სათანადო ღონისძიებები.

 

მუხლი 99. ამ კანონის ამოქმედებამდე განხორციელებული/ განსახორციელებელი შესყიდვები

1. ამ კანონის მოქმედება გავრცელდეს 2030 წლის 1 იანვრიდან გამოცხადებულ საჯარო შესყიდვებზე.

2. 2030 წლის 1 იანვრამდე გამოცხადებული სახელმწიფო შესყიდვები განხორციელდეს და დასრულდეს 2030 წლის 1 იანვრამდე მოქმედი კანონმდებლობით.

3. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია არაუგვიანეს 2029 წლის 1 ნოემბრისა შესაბამის სისტემაში წარადგინოს ამ კანონის მე-100 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ნორმების შესაბამისად შედგენილი წლიური გეგმა. ამ გეგმაში უნდა აისახოს 2030 წლის 1 იანვრიდან გამოსაცხადებელი საჯარო შესყიდვები, აგრეთვე ინფორმაცია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 2029 წლის ნოემბერსა და დეკემბერში გამოსაცხადებელი, 2030 წლის საჯარო შესყიდვების გეგმით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვის/შესყიდვების შესახებ.

 

მუხლი 100. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი−96-ე მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი−მე-15 მუხლები, მე-16 მუხლის მე-2−მე-11 პუნქტები და მე-17–96-ე მუხლები ამოქმედდეს 2030 წლის 1 იანვრიდან.

3. ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-12 პუნქტები ამოქმედდეს 2032 წლის 1 იანვრიდან.“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

10 ივნისი 2026 წ.

N1687-Vმს-XIმპ