დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 10 დეკემბრის №047 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 008 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გენერალური პროკურორი |
| მიღების თარიღი | 08/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110060080.70.082.016203 |
|
„პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 10 დეკემბრის №047 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 10 დეკემბრის №047 ბრძანებით (ვებგვერდი, 11.12.2020; სარეგისტრაციო კოდი: 110060080.70.082.016060) დამტკიცებულ პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების სისტემაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;“. 2. მე-20 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 20. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროკურორთა შეფასების კრიტერიუმები და წესი“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ დეპარტამენტის საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველოს პროკურორი ფასდება შემდეგ მიმართულებებში: ა) ხელმძღვანელის შეფასება; ბ) მენტორობის პროგრამაში მონაწილეობა; გ) ტრენინგებში მონაწილეობა და ტრენინგების დროს მიღებული შეფასება; დ) პრევენციულ ღონისძიებებში და სხვა აქტივობებში მონაწილეობა; ე) წახალისების ღონისძიებები და დისციპლინური სახდელები.“; გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ამ დეპარტამენტის საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველოს პროკურორთა პროფესიული უნარ-ჩვევები ფასდება პროკურორის კვალიფიკაციის და შესრულებული სამუშაოს ხარისხის კომპონენტში სამმართველოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ შემდეგ ძირითად მიმართულებებში: ა) ექსტრადიციის დასაშვებობის სასამართლო პროცესებში მონაწილეობის ხარისხი (პირველი და საკასაციო ინსტანციები); ბ) აღკვეთის ღონისძიების პროცესებში მონაწილეობის ხარისხი; გ) უცხო სახელმწიფოს სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობის განხილვასთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება; დ) საპროცესო დოკუმენტების დასაბუთებულობისა და სამართლებრივი წერის ხარისხი.“. 3. 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;“. 4. დანართი №3-ის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები