დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის ეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 ივნისის №336 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 247 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340020000.10.003.025796 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის ეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 ივნისის №336 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/06/2018, 340020000.10.003.020651) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის ეტიკეტირების წესის“ მე-6 მუხლის:
1. 22 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) დალუქვის თვე და წელი ან სერტიფიცირების მიზნით ნიმუშის ბოლო ოფიციალური აღების თვე ან წელი. აღნიშნულია შემდეგნაირად: „დალუქულია“ ... (თვე და წელი) ან „ნიმუში აღებულია“ ...(თვე და წელი);“. 2. 29 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „29. საფურაჟე და მარცვლეული კულტურების ყველა სახის „საბაზისო თესლისა“ და „სერტიფიცირებული თესლის“ ტარაზე (შეფუთვაზე): ა) ამ მუხლის 22 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციასთან ერთად, სერტიფიცირების ორგანოს ზედამხედველობით, უნდა დაიბეჭდოს ან კანონმდებლობით დადგენილი ნიმუშის აღებისას დაიშტამპოს ან დაიხვრიტოს თითოეული ტარის (შეფუთვის) ოფიციალურად მინიჭებული ინდივიდუალური სერიული ნომერი, რომელიც არ იშლება; ბ) ნაბეჭდის ან შტამპის ფორმა და ფერი უნდა იყოს ეტიკეტის შესაბამისი და არ უნდა იშლებოდეს; გ) მწარმოებელმა/რეალიზატორმა სერტიფიცირების ორგანოს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია გაცემული ტარის (შეფუთვების) რაოდენობების შესახებ, მათი სერიული ნომრების ჩათვლით ყოველი პარტიისათვის, რომელიც ექვემდებარება ზედამხედველობას სერტიფიცირებული ორგანოს მიერ; დ) სერტიფიცირების ორგანომ უნდა აწარმოოს ჩანაწერები ამგვარად მარკირებული თესლის თითოეულ პარტიაში ტარის (შეფუთვის) რაოდენობისა და მასში მოთავსებული თესლის შესახებ, სერიული ნომრების ჩათვლით.“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები