„თბური ტუმბოების, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების მომსახურების გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 30 აგვისტოს №335 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 248
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/06/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.025797
248
05/06/2026
ვებგვერდი, 08/06/2026
300160070.10.003.025797
„თბური ტუმბოების, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების მომსახურების გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 30 აგვისტოს №335 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №248

2026 წლის 5 ივნისი

ქ. თბილისი

„თბური ტუმბოების, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების მომსახურების გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 30 აგვისტოს №335 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 22-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, „თბური ტუმბოების, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების მომსახურების გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 30 აგვისტოს №335 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/08/2023, 300160070.10.003.024168) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებას 21 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 მუხლი:

მუხლი 22

ამ დადგენილებით დამტკიცებული „თბური ტუმბოების, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების მომსახურების გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება, მოწყობილობის იმ მფლობელ(ებ)ის მიმართ, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულნი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შეჩერდეს 2027 წლის 1 იანვრამდე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე