„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1643-Vმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 09/06/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 340050000.05.001.103124
1643-Vმს-XIმპ
09/06/2026
ვებგვერდი, 11/06/2026
340050000.05.001.103124
„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №23-24, 30.06.1998, გვ. 37) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის:

ა) „ხ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ხ) მცირე ზომის მარანი – ღვინის საწარმო, რომლის წლიური წარმადობა 25 000 ლიტრ ღვინოს არ აღემატება;“;

ბ) „ჰ20“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ20) ბუნებრივი ღვინო − ღვინო, რომელიც მიიღება სისტემური პესტიციდების, ჰერბიციდებისა და სხვა ქიმიური სინთეზური საშუალებების გამოყენების გარეშე მოყვანილი ყურძნის ტკბილის სპონტანური დადუღებით. ბუნებრივი ღვინის მისაღებად დაუშვებელია მეღვინეობის პრაქტიკაში ნებადართული ოპერაციებისა და ნივთიერებების გამოყენება, გარდა გოგირდის დიოქსიდისა, რომლის შემცველობა 50 მგ/ლ-ს არ უნდა აღემატებოდეს;“;

გ) „ჰ51“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ52“ ქვეპუნქტი:

„ჰ52) ნიშანდება – ალკოჰოლიანი სასმლის ეტიკეტზე, ჭურჭელზე ან შეფუთვაზე სააგენტოს მიერ გაცემული ნიშნის (QR კოდი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ალკოჰოლიანი სასმლისა და მისი სერტიფიცირების შესახებ) დატანა.“.

2. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) ბუნებრივი ღვინო;“.

3. 332 მუხლის:

ა) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სავალდებულოა საქართველოში წარმოებული, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ალკოჰოლიანი სასმლის, აგრეთვე საექსპორტოდ და ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი ყველა კატეგორიის ღვინის ორგანოლეპტიკური შემოწმება. აღნიშნულ შემოწმებას ახორციელებს სააგენტოსთან არსებული მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისია.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება მცირე ზომის მარანში წარმოებულ ბუნებრივ ღვინოზე.“;

ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 და 62 პუნქტები:

„61. სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმლის ნიშანდება სავალდებულოა.

62. ალკოჰოლიანი სასმლის ნიშანდებას ახორციელებს სააგენტო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ დადგენილი წესით.“.

4. 336 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 17 და 18 პუნქტები:

„17. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2026 წლის 1 ნოემბრამდე:

ა) გამოსცეს ბრძანება „ალკოჰოლიანი სასმლის ნიშანდების წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ“;

ბ) უზრუნველყოს სათანადო ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

18. საქართველოს მთავრობამ 2027 წლის 1 თებერვლამდე უზრუნველყოს სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმლის ნიშანდების საფასურის განსაზღვრა.“.

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის  „გ“ ქვეპუნქტი და მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2027 წლის 1 თებერვლიდან.

 


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

9 ივნისი 2026 წ.

N1643-Vმს-XIმპ