დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) 2026 წლის გამოცემის ქართულ ენაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | ნ-5 |
| დოკუმენტის მიმღები | ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 05/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 350080000.64.076.016163 |
ნ-5
05/06/2026
ვებგვერდი, 08/06/2026
350080000.64.076.016163
ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) 2026 წლის გამოცემის ქართულ ენაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
|
ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) 2026 წლის გამოცემის ქართულ ენაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ
|
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტისა და მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
1.
ქართულ ენაზე სამოქმედოდ შემოღებულ იქნეს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს (IASB) მიერ მიღებული და გამოცემული ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები – 2026 წელი (შემდგომ – სტანდარტები). |
2.
სტანდარტების გამოყენება სავალდებულოა 2026 წლის პირველ იანვარს და შემდგომ დაწყებული საანგარიშგებო პერიოდისთვის. |
3.
სტანდარტები განთავსდეს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომ – სამსახური) ვებგვერდზე (www.saras.gov.ge). |
4.
ამ ბრძანებით სამოქმედოდ შემოღებული სტანდარტები სამსახურის მიერ განახლდეს სტანდარტების მოქმედი ინგლისურენოვანი რედაქციის განახლებიდან 6 თვის ვადაში. |
5.
სამსახური უზრუნველყოფს ამ ბრძანებით სამოქმედოდ შემოღებული სტანდარტების თარგმანის პერიოდულ რედაქტირებას, ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები