დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამის (ორგ. კოდი 06 02 16 ) განხორციელების შესახებ” ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 5 ივლისის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.167.016662 |
9
05/06/2026
ვებგვერდი, 08/06/2026
010250050.35.167.016662
„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამის (ორგ. კოდი 06 02 16 ) განხორციელების შესახებ” ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 5 ივლისის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
|
„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამის (ორგ. კოდი 06 02 16 ) განხორციელების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 5 ივლისის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამის (ორგ. კოდი 06 02 16 ) განხორციელების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 5 ივლისის №11 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე – www.matsne.gov.ge, 08/07/2024, 010250050.35.167.016607). |
| მუხლი 2 |
1. დადგენილების დანართი №1-ით დამტკიცებული „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების წესის“:
ა) პირველი მუხლის „ბ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო პროგრამის (ორგ. კოდი 06 02 16) სრული თანხა შეადგენს – 85 000 (ოთხმოცდახუთი ათასი) ლარს.“; ბ)მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების მინიმალური რაოდენობაა, გამოყოფილი თანხის მოცულობა – 85 000 ლარი გაყოფილი 5000 ლარზე.“. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები