შპს „პირველი ქართული აუქციონის“ საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე: გიორგი თუშიშვილი N017-26)

შპს „პირველი ქართული აუქციონის“ საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე: გიორგი თუშიშვილი N017-26)
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები შპს „პირველი ქართული აუქციონი“
მიღების თარიღი 05/06/2026
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/06/2026
სარეგისტრაციო კოდი
0
05/06/2026
ვებგვერდი, 08/06/2026
შპს „პირველი ქართული აუქციონის“ საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე: გიორგი თუშიშვილი N017-26)
შპს „პირველი ქართული აუქციონი“
 

 

საჯარო შეტყობინება

აუქციონის შესახებ მოვალის/მესაკუთრის გაფრთხილების თაობაზე

 


5 ივნისი 2026 წელი

სპეციალისტი: შპს – პირველი ქართული აუქციონი (ს/ნ: 204954086)

დირექტორი: ლაშა ჭიჭინაძე

მისამართი: ქ. თბილისი, ტოვსტონოგოვის 13

ელ. ფოსტა: info@pqa.ge

ვებსაიტი: www.pqa.ge

ტელეფონი: 577783434

კრედიტორი: სს – მისო „სკაპი“ (ს/ნ: 205274273)

მოვალე/მესაკუთრე: გიორგი თუშიშვილი (პ/ნ: 45001024019); მისამართი: ყვარელი, სოფ. ჭიკაანი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3062 მუხლის მე-3 ნაწილის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მოვალეს/მესაკუთრეს ორჯერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ, რისი ჩაბარებაც ვერ მოხერხდა, სპეციალისტი საჯაროდ ატყობინებს მოვალეს/მესაკუთრეს აუქციონის დანიშვნის თაობაზე. საჯარო შეტყობინება მესაკუთრისათვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

საჯაროდ ვატყობინებთ მოვალე/მესაკუთრე: გიორგი თუშიშვილს.

სს – მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „სკაპ“-სა და გიორგი თუშიშვილს შორის 2022 წლის 21 ნოემბერს დაიდო გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება №GCL-SME-I-GU005780-2022. აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების (იპოთეკის ხელშეკრულება№GCL-SME-IGU005780-2022/01, გაფორმების თარიღი: 2022 წლის 21 ნოემბერი) 13.4.2 პუნქტის თანახმად, 2026 წლის 2 ივნისის განცხადების საფუძველზე, სპეციალისტი აცხადებს პირველ საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, კრედიტორის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე ორ ლოტად:

საჯარო აუქციონის №: 017-26

ლოტი №1

უძრავი ქონების რეკვიზიტები: ყვარელი, სოფ.ჭიკაანი, „ბაღჩები“. 22942.00 კვ/მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა (საკადასტრო კოდი: 57.03.56.000.482).

აუქციონის ჩატარების დრო: 15.06.2026 წლის 14:00 სთ-დან 22.06.2026 წლის 14:00 სთ-მდე.

უძრავი ქონების საწყისი ფასი: 12 850.00 ლარი; ბიჯი 100 ლარი;

ლოტი №2

უძრავი ქონების რეკვიზიტები: მუნიციპალიტეტი – ყვარელი, ადმინისტრაციული ერთეული ჭიკაანი, ბლოკი №008, ნაკვეთი N023. 5996.00 კვ/მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მი წა (საკადასტრო კოდი: 57.03.54.008.023);

აუქციონის ჩატარების დრო: 15.06.2026 წლის 15:00 სთ-დან 22.06.2026 წლის 15:00 სთ-მდე.

უძრავი ქონების საწყისი ფასი: 4 973.35 ლარი – ბიჯი 100 ლარი.

აუქციონის ჩატარების ადგილი: www.eauction.ge, განმკარგავი ორგანიზაცია შპს „პირველი ქართული აუქციონი“.

უძრავი ქონების აღწერა: სარეალიზაციოდ წარმოდგენილია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები ორ ლოტად. ლოტი №2-ზე წარმოდგენილ მიწის ნაკვეთზე გაშენებულია ვენახი.

სპეციალისტი: 

შპს – პირველი ქართული აუქციონის

დირექტორი ლაშა ჭიჭინაძე