დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ეგრისის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1648-Vმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 09/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360060000.05.001.103130 |
|
ეგრისის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ
|
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო
1. ეს კანონი არეგულირებს ეგრისის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის სფეროში არსებულ ძირითად სამართლებრივ ურთიერთობებს. 2. ეგრისის ეროვნული პარკისთვის მიკუთვნებული მიწის, ტყის, წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების, აგრეთვე ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. მუხლი 2. კანონის ძირითადი მიზნები 1. ამ კანონის ძირითადი მიზნებია: ა) უზრუნველყოს ეგრისის ეროვნული პარკის შექმნა; ბ) მოაწესრიგოს ეგრისის ეროვნული პარკის მართვის მექანიზმები. 2. ეგრისის ეროვნული პარკის შექმნის მიზანია ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული ბუნებრივი ეკოსისტემებისა და კირქვიანი მასივების ლანდშაფტების, მცენარეთა და ცხოველთა სახეობების, განსაკუთრებით − გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვა, აღდგენა და შენარჩუნება, უნიკალური და იშვიათი ორგანული თუ არაორგანული ბუნებრივი წარმონაქმნების დაცვა, ცენტრალური კავკასიონის (დიდი კავკასიონის ნაწილი) კონსერვაციული ლანდშაფტის ფარგლებში ეკოლოგიური პროცესების მთლიანობისა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების საკვანძო ადგილების შენარჩუნება, ბუნებრივ და ისტორიულ-კულტურულ გარემოში რეკრეაციის, ჯანმრთელობის დაცვისა და ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, განათლებისა და მეცნიერული კვლევების ხელშეწყობა, ხალხური შემოქმედების ტრადიციების შენარჩუნება და განვითარება, აგრეთვე „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელება. მუხლი 3. ეგრისის ეროვნული პარკის ფუნქციურ-გეგმარებითი ორგანიზება (ზონირება) 1. ეგრისის ეროვნული პარკის ფუნქციურ-გეგმარებითი ორგანიზება (ზონირება) ხორციელდება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. 2. ამ კანონით გათვალისწინებული ეგრისის ეროვნული პარკის ფუნქციურ-გეგმარებითი ორგანიზება (ზონირება) და შესაბამის ზონებში დაშვებული საქმიანობები, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, განისაზღვრება ეგრისის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით. მუხლი 4. ეგრისის ეროვნული პარკის მდებარეობა და ფართობი 1. ეგრისის ეროვნული პარკი მდებარეობს წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და მარტვილის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში და მისი საერთო ფართობია 37 074 ჰექტარი. 2. ეგრისის ეროვნული პარკი მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს:
მუხლი 5. ეგრისის ეროვნული პარკის სახელმწიფო მართვა ეგრისის ეროვნული პარკის სახელმწიფო მართვა ხორციელდება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, მათ შორის, ეგრისის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის ან დროებითი რეგულირების წესის შესაბამისად, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. მუხლი 6. ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული ურთიერთობების მოწესრიგება 1. ამ კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულ ტერიტორიაზე დასაშვებია ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული ქონებრივი უფლებების ან/და ვალდებულებების უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაცია. 2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემულ, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ სარგებლობის ლიცენზიაზე აღნიშნული ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში. მუხლი 7. კანონის ამოქმედება ეს კანონი ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან. |
თბილისი, 9 ივნისი 2026 წ. N1648-Vმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები