„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 90
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 05/06/2026
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/06/2026
ძალაში შესვლის თარიღი 08/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 010240060.57.069.016238
90
05/06/2026
ვებგვერდი, 05/06/2026
010240060.57.069.016238
„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
 

სსიპ –  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №90

2026 წლის 5 ივნისი

ქ. თბილისი

 

 

„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 15.06.2017, 010240060.57.069.016110) შეტანილ იქნეს ცვლილება:

1. ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“:

ა) 34-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ოდენობა განისაზღვრება:

ა) ხელშეკრულების ღირებულების 2%-დან 5%-ის ჩათვლით – საქონლის ან მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში, ხოლო თუ გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული წინადადების საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლებია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე – 5%-დან 10%-ის ჩათვლით;

ბ) ხელშეკრულების ღირებულების 2%-დან 10%-ის ჩათვლით – სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში, ხოლო თუ გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული წინადადების საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლებია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე – 10%-დან 20%-ის ჩათვლით.“;

ბ) 35-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:

„12. სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში, თუ გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული წინადადების საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლებია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია სატენდერო პირობებით განსაზღვრული წინასწარი ანგარიშსწორების ოდენობა ან შეამციროს 50%-ით ან წინასწარი ანგარიშსწორება არ განახორციელოს, თუ აღნიშნული მითითებულია სატენდერო დოკუმენტაციაში.“.

2. ბრძანების დანართი №2  შეიცვალოს ამ ბრძანებას თანდართული დანართით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 8 ივნისიდან და გავრცელდეს მისი ამოქმედების შემდგომ გამოცხადებულ ტენდერებზე.

სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეგიორგი ლაცაბიძე