დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის გრანტის გამცემად განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 246 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.025795 |
246
04/06/2026
ვებგვერდი, 05/06/2026
040030000.10.003.025795
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის გრანტის გამცემად განსაზღვრის შესახებ
საქართველოს მთავრობა
|
| მუხლი 1 |
1. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სწავლის/სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით და დეფიციტური გარემოსდაცვითი და აგრარული პროფესიების პოპულარიზაციის ხელშეწყობისა და ამ მიზნით წამახალისებელი ღონისძიებების განხორციელების უზრუნველსაყოფად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი განისაზღვროს გრანტის გამცემად.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტის მიერ გრანტის გაცემის წესი, საგრანტო კონკურსის დებულებები და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმები დამტკიცდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები