„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრისა და ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 17 თებერვლის №1-1/101 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1-1/120
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 29/01/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 13, 31/01/2007
სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.024.009.874
  • Word
1-1/120
29/01/2007
სსმ, 13, 31/01/2007
010.240.070.22.024.009.874
„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრისა და ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 17 თებერვლის №1-1/101 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრისა და ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 17 თებერვლის №1-1/101 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.024.009.874

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/120

2007 წლის 29 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრისა და ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 17 თებერვლის     №1-1/101 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრისა და ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 17 თებერვლის №1-1/101 ბრძანებაში (შემდგომში – ბრძანება) (სსმ III, 2005 წ., №16, მუხ. 161) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. განისაზღვროს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სტატისტიკის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების სამოქმედო ტერიტორიები შემდეგნაირად:

ა) სახელმწიფო სტატისტიკის თბილისის სამმართველო – ქალაქ თბილისის ვაკე-საბურთალოს, გლდანი-ნაძალადევის, დიდუბე-ჩუღურეთის, ძველი თბილისის, ისანი-სამგორისა და დიდგორის რაიონების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;

ბ) სახელმწიფო სტატისტიკის ფოთის სამმართველო – ქალაქ ფოთის, ზუგდიდის, სენაკის, აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუს, ხობის, წალენჯიხის და მესტიის რაიონების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;

გ) სახელმწიფო სტატისტიკის ქუთაისის სამმართველო – ქალაქ ქუთაისის, წყალტუბოს, ბაღდათის, ზესტაფონის, ჭიათურის, სამტრედიის, თერჯოლის, ხარაგაულის, ტყიბულის, საჩხერის, ვანის, ხონის, ამბროლაურის, ლენტეხის, ონის და ცაგერის რაიონების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;

დ) სახელმწიფო სტატისტიკის გურჯაანის სამმართველო – გურჯაანის, თელავის, ახმეტის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროს, სიღნაღის, ლაგოდეხის და ყვარლის რაიონების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;

ე) სახელმწიფო სტატისტიკის ბორჯომის სამმართველო – ბორჯომის, ახალციხის, ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის და ნინოწმინდის;

ვ) სახელმწიფო სტატისტიკის გორის სამმართველო – გორის, ხაშურის, კასპის, ქარელის, მცხეთის, ახალგორის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის რაიონების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;

ზ) სახელმწიფო სტატისტიკის მარნეულის სამმართველო – ქალაქ რუსთავის, მარნეულის, გარდაბნის, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის რაიონების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში.“.

2. ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებულ ,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების“ მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ტერიტორიული ორგანო შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:

ა) ადმინისტრაციულ საკითხთა და მონაცემთა გავრცელების განყოფილება;

ბ) მონაცემთა რედაქტირების და დამუშავების განყოფილება.“.

მუხლი 2. განხორციელდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების სტრუქტურული რეორგანიზაცია შტატების შემცირების გზით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 3. დაევალოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარეს (ი. სირაძე) 2007 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების რეორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხების დასრულება.

მუხლი 4. ეს ბრძანება, გარდა მე-3 მუხლისა, ძალაში შევიდეს 2007 წლის 5 მარტიდან.

მუხლი 5. ამ ბრძანების მე-3 მუხლი ძალაში შევიდეს გამოქვეყნების დღიდან.

გ. არველაძე