დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჯი-აი-სი-ს“ კრედიტორ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საყურადღებოდ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჯი-აი-სი“ |
| მიღების თარიღი | 04/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
განცხადება
სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჯი-აი-სი“-ს კრედიტორ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საყურადღებოდ
გაცნობებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის 2026 წლის 28 მაისის №131 განკარგულების საფუძველზე, სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჯი-აი-სი“-ს (ს/კ: 205288829) გაუუქმდა რეგისტრაცია და ორგანიზაცია გადასულია ლიკვიდაციის რეჟიმში.
იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჯი-აი-სი“-ს ვალდებულებების დროული და შეუფერხებელი დაზუსტება, კრედიტორებს მოგმართავთ თხოვნით, საზოგადოების ლიკვიდატორს წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
ფიზიკური პირების შემთხვევაში:
1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
2. სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჯი-აი-სი“-ს მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია.
იურიდიული პირების შემთხვევაში:
1. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ;
2. უფლებამოსილი პირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
3. სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჯი-აი-სი“-ს მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია;
ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის ლიკვიდატორისთვის მიწოდება ხორციელდება წინამდებარე განცხადების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ფალიაშვილის ქ. №96 ბ-1. ტელ: 599 511 382, ელ.ფოსტა: Roin.Tsatsiashvili@nbg.gov.ge. აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში კრედიტორთა პრეტენზიები არ მიიღება.
ლიკვიდატორი როინ ცაციაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები