დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის № 1-1/846 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/119 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/01/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 13, 31/01/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/03/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.070.22.024.009.873 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.024.009.873
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/119
2007 წლის 29 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №1-1/846 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №1-1/846 ბრძანების (სსმ III, 2005 წ., №83, მუხ. 913) მე-2 პუნქტით დამტკიცებულ „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის დებულების“ მე-4 მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„14. დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოებია:
ა) სახელმწიფო სტატისტიკის თბილისის სამმართველო;
ბ) სახელმწიფო სტატისტიკის ფოთის სამმართველო;
გ) სახელმწიფო სტატისტიკის ქუთაისის სამმართველო;
დ) სახელმწიფო სტატისტიკის გურჯაანის სამმართველო;
ე) სახელმწიფო სტატისტიკის ბორჯომის სამმართველო;
ვ) სახელმწიფო სტატისტიკის გორის სამმართველო;
ზ) სახელმწიფო სტატისტიკის მარნეულის სამმართველო.“.
2. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს 2007 წლის 5 მარტიდან.
გ. არველაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები