სსიპ - კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქის საჯარო სკოლისათვის გეოგრაფიული მდებარეობის აღმნიშვნელი და ეკატერინე გაბაშვილის სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 75/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 09/06/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.018854
75/ნ
09/06/2026
ვებგვერდი, 10/06/2026
040030000.22.022.018854
სსიპ - კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქის საჯარო სკოლისათვის გეოგრაფიული მდებარეობის აღმნიშვნელი და ეკატერინე გაბაშვილის სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
სსიპ - კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქის საჯარო სკოლისათვის გეოგრაფიული მდებარეობის აღმნიშვნელი და ეკატერინე გაბაშვილის სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

ბრძანება №75/ნ

2026 წლის 9 ივნისი

ქ. თბილისი

სსიპ – კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქის საჯარო სკოლისათვის გეოგრაფიული მდებარეობის აღმნიშვნელი და ეკატერინე გაბაშვილის სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტისათვის სახელწოდების გადარქმევის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 7 აგვისტოს №251 დადგენილებისა და „საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 მარტის №194 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების (სსმ, №112, 26/09/2005) დანართი №2-ით გათვალისწინებულ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – ქალაქ კასპის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებულ სსიპ – კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქის საჯარო სკოლას მიენიჭოს სკოლის გეოგრაფიული მდებარეობის აღმნიშვნელი სოფელ მეფისქალაქის სახელი და ქართული ლიტერატურის განვითარების საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე ეროვნული მასშტაბით აღიარებული გარდაცვლილი საერო პირის – ეკატერინე გაბაშვილის სახელი.
მუხლი 2
სსიპ – კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქის საჯარო სკოლის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს სსიპ – ეკატერინე გაბაშვილის სახელობის კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეფისქალაქის საჯარო სკოლა.
მუხლი 3
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში (სსმ, №112, 26/09/2005) შეტანილ იქნეს ცვლილება და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – ქალაქ კასპის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული საჯარო სკოლების ცხრილის მე-10 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

10

ეკატერინე გაბაშვილის სახელობის კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეფისქალაქის საჯარო სკოლა

სოფ. ახალქალაქი

დაწ-საბ-საშ

“.

მუხლი 4
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგივი მიქანაძე