„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის სატყეო სააგენტოს შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის N55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის სატყეო სააგენტოს შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის N55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 29/05/2026
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/06/2026
ძალაში შესვლის თარიღი 22/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.057.016438
7
29/05/2026
ვებგვერდი, 04/06/2026
040030000.32.057.016438
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის სატყეო სააგენტოს შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის N55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №7

2026 წლის 29 მაისი

ქ. ბათუმი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის სატყეო სააგენტოს შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის სატყეო სააგენტოს შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის №55 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №165, 17/12/2010, სარეგისტ­რაციო კოდი: 040030000.32.057.016012)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ.“.

2. დადგენილებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის სატყეო სააგენტოს დებულებაში (დანართი №1)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა)  პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აჭარის სატყეო სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს (შემდგომში – სამმართველო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.“;

ბ)  მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავ­რობა, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

გ) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრს და სამმართველოს უფროსს ყოველკვარტალურად, ასევე მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგენს სააგენტოს საქმიანობის ანგარიშს, ხოლო სამმართველოს უფროსს  ყოველკვარტალურად წარუდგენს  სააგენტოს ფინანსურ ანგარიშს;“;

დ)  მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააგენტოს უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი, სამმართველოს უფროსის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

3. დადგენილებით დამტკიცებულ აჭარის სატყეო სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპურ დებულებაში (დანართი №2)  შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აჭარის სატყეო სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაცია (შემდგომში – ადმინისტრაცია) არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს (შემდგომში – სამმართველო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის სატყეო სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) ტერიტორიული ადმინისტრაცია.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 22 ივნისიდან.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეზურაბ პატარაძე