,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 12 აგვისტოს №761 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 12 აგვისტოს №761 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 53
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/01/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 13, 31/01/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 16/10/2007
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.033.009.868
  • Word
53
29/01/2007
სსმ, 13, 31/01/2007
010.240.030.22.033.009.868
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 12 აგვისტოს №761 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.033.009.868

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება 53

2007 წლის 29 იანვარი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 12 აგვისტოს         №761 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 12 აგვისტოს №761 ბრძანებით დამტკიცებულ წესში (სსმ III, 2005 წ., №95, მუხ. 1085) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ამოღებულ იქნას მე-11 მუხლის მე-5 პუნქტი.

ბ) მე-11 მუხლის მე-6 – მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ სტაჟიორი  წარმოადგენს უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებულ რეფერატს, იმ ქვედანაყოფის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, სადაც იგი გადიოდა სტაჟირებას.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნული მონაცემის გათვალისწინებით დაწესებულების ხელმძღვანელი ან მისგან უფლებამოსილი თანამდებობის პირი იღებს შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შესახებ;

ბ) სტაჟირების შედეგების უარყოფითი შეფასების შესახებ.

8. სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა დანართი №2-ში მოცემული ფორმის სტაჟირების სერტიფიკატი (მოწმობა) და შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში დაწესებულების ხელმძღვანელს შეუძლია დანიშნოს იგი ვაკანტურ თანამდებობაზე მას შემდეგ, რაც შესაბამის ორგანოში გაივლის გასაუბრებას.“

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 ა. ალექსიშვილი