დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 19 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | გურჯაანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 02/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.166.016653 |
|
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 19 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 19 დეკემბრის №22 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: www.matsne.gov.ge, 23.12.2025, 010250050.35.166.016644) შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების პირველი მუხლის მე-16 პუნქტით დამტკიცებული დანართი №16-ის „სატრანსპორტო ხარჯის თანადაფინანსება“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ მუხლი 2. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და მისარგებელთა შერჩევის წესი 1. პროგრამის მოსარგებლე არის გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და/ან სახელმწიფო პროგრამის მინდობითი აღზრდის ქვეპროგრამაში ჩართული პირი: ა) ჰემოდიალიზის და პერიტონეული დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე; ბ) ამ პროგრამის მე-5 დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეები; გ) კუნთოვანი დისტროფია – G71.0, სხვა გონებრივი ჩამორჩენილობა – F78.1 , F78.8, ქცევისა და ემოციების შერეული აშლილობანი – F92. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები