,,განაღდებული, გაუქმებული, არარეალიზებული ლატარიის, ტოტალიზატორის და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელი ბილეთების, დოკუმენტების, ფასიანი ქაღალდების, ღირებულების მქონე, მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების, დოკუმენტების ექსპერტიზა-უტილიზაციისა და ლეგალიზაციის შესახებ ინსტრუქციის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №824 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
,,განაღდებული, გაუქმებული, არარეალიზებული ლატარიის, ტოტალიზატორის და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელი ბილეთების, დოკუმენტების, ფასიანი ქაღალდების, ღირებულების მქონე, მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების, დოკუმენტების ექსპერტიზა-უტილიზაციისა და ლეგალიზაციის შესახებ ინსტრუქციის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №824 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 49
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/01/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 12, 30/01/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 08/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.009.865
  • Word
49
29/01/2007
სსმ, 12, 30/01/2007
190.040.000.22.033.009.865
,,განაღდებული, გაუქმებული, არარეალიზებული ლატარიის, ტოტალიზატორის და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელი ბილეთების, დოკუმენტების, ფასიანი ქაღალდების, ღირებულების მქონე, მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების, დოკუმენტების ექსპერტიზა-უტილიზაციისა და ლეგალიზაციის შესახებ ინსტრუქციის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №824 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
,,განაღდებული, გაუქმებული, არარეალიზებული ლატარიის, ტოტალიზატორის და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელი ბილეთების, დოკუმენტების, ფასიანი ქაღალდების, ღირებულების მქონე, მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების, დოკუმენტების ექსპერტიზა-უტილიზაციისა და ლეგალიზაციის შესახებ ინსტრუქციის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №824 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.009.865

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №49

2007 წლის 29 იანვარი

ქ. თბილისი

,,განაღდებული, გაუქმებული, არარეალიზებული ლატარიის, ტოტალიზატორის და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელი ბილეთების, დოკუმენტების, ფასიანი ქაღალდების, ღირებულების მქონე, მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების, დოკუმენტების ექსპერტიზა-უტილიზაციისა და ლეგალიზაციის შესახებ ინსტრუქციის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №824 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის, ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის საფუძველზე და ,,ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2006 წლის 1 დეკემბრის №3774-რს კანონის მე-2 მუხლის შესრულების მიზნით, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

,,განაღდებული, გაუქმებული, არარეალიზებული ლატარიის, ტოტალიზატორის და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელი ბილეთების, დოკუმენტების, ფასიანი ქაღალდების, ღირებულების მქონე, მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების, დოკუმენტების ექსპერტიზა-უტილიზაციისა და ლეგალიზაციის შესახებ ინსტრუქციის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2005 წლის 30 აგვისტოს №824 ბრძანებაში (სსმ III, 2005 წ., №106, მუხ. 1188) და ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,განაღდებული, გაუქმებული, არარეალიზებული ლატარიის და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელი ბილეთების, დოკუმენტების, მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების, დოკუმენტების ექსპერტიზა-უტილიზაციისა და ლეგალიზაციის შესახებ ინსტრუქციის“ დამტკიცების თაობაზე“;

ბ) ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 1.

დამტკიცდეს ,,განაღდებული, გაუქმებული, არარეალიზებული ლატარიის და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელი ბილეთების, დოკუმენტების, მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების, დოკუმენტების ექსპერტიზა-უტილიზაციისა და ლეგალიზაციის შესახებ“ ინტრუქცია თანდართულ დანართებთან ერთად.“;

გ) ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია დანართებთან ერთად ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

    მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი

ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა

განაღდებული, გაუქმებული, არარეალიზებული, ლატარიის და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელი ბილეთების, დოკუმენტების, მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების, დოკუმენტების, ექსპერტიზა-უტილიზაციისა და ლეგალიზაციის შესახებ

    მუხლი 1. მოქმედების სფერო და ტერმინთა განმარტება

1. ეს ინსტრუქცია განსაზღვრავს განაღდებული, გაუქმებული, არარეალიზებული, ლატარიის, აზარტული და სხვა მომგებიან თამაშობებში (გარდა ტოტალიზატორისა) მონაწილეობის დამადასტურებელი ბილეთების, დოკუმენტების, მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების, დოკუმენტების ლეგალიზაციისა და ექსპერტიზა-უტილიზაციის წესს.

2. ლეგალიზაცია – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მიერ ლატარიის  და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების აღჭურვა სპეციალური დამცავი ნიშნებით.

3. ექსპერტიზა – განაღდებული, გაუქმებული, არარეალიზებული, ლატარიის და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელი ბილეთების, დოკუმენტების, მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების, დოკუმენტების იდენტურობის დადგენა სამინისტროსთან შეთანხმებულ ნიმუშთან.

4. უტილიზაცია – განაღდებული, გაუქმებული, არარეალიზებული, ლატარიის და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელი ბილეთების, დოკუმენტების, მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების, დოკუმენტების განადგურება ამ ბრძანებით განსაზღვრული წესით სამინისტროს მიერ.

5. ექსპერტი (სპეციალისტი) – სამინისტროს შესაბამისი სამმართველოს თანამშრომელი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობიდან და ამ ინსტრუქციიდან გამომდინარე ასრულებს ლეგალიზაციას და ექსპერტიზა-უტილიზაციას.

    მუხლი 2. ლეგალიზაციის, ექსპერტიზისა და უტილიზაციის ეტაპები:

ლეგალიზაციის, ექსპერტიზისა და უტილიზაციის ეტაპებია:

ა) სავალდებულო ლეგალიზაცია;

ბ) სავალდებულო დალუქვა;

გ) სალიკვიდაციო დოკუმენტების (ამანათების) მიღება;

დ) სალიკვიდაციო დოკუმენტების ექსპერტიზა;

ე) სალიკვიდაციო დოკუმენტების უტილიზაცია.

    მუხლი 3. ლატარიის ბილეთების და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების ლეგალიზაციის წესი

1. სამინისტრო ლეგალიზაციას უტარებს ლატარიის ბილეთებს და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელ დოკუმენტებს.

2. სამინისტრო განსაზღვრავს ლეგალიზაციისათვის საჭირო დამცავი ნიშნების ტიპებს (პოლიგრაფიული, მექანიკური) და ნუსხას.

3. სამინისტრო ,,ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ თამაშობებში (გარდა ტოტალიზატორისა) მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების (მათ შორის სისტემურ-ელექტრონული საშუალებით მოწყობილი თამაშობების ინტერნეტ-ბარათების) ლეგალიზაციას ახორციელებს შემკვეთის განცხადების საფუძველზე.

4. შემკვეთმა უნდა წარმოადგინოს სალეგალიზაციო დოკუმენტებთან დაკავშირებული დღგ-ის საგადასახადო ანგარიშფაქტურის (მისი არარსებობის შემთხვევაში_ სასაქონლო ზედნადების) ქსეროასლი მისი პოლიგრაფიული შესრულების შესახებ (გამოწერილი შესაბამისი პოლიგრაფიული საწარმოს მიერ) და სამინისტროსთან შეთანხმებული სალეგალიზაციო დოკუმენ-ტის ნიმუში. ლატარიის ბილეთების და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების საზღვარგარეთ დამზადების შემთხვევაში შემკვეთმა უნდა წარმოადგინოს საბაჟო დეკლარაციის ასლი.

5. სამინისტრო განსაზღვრავს ლატარიის ბილეთებზე და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელ დოკუმენტებზე სალეგალიზაციო დამცავი ნიშნების ტიპის შერჩევას და მონაცვლეობას.

6. ლატარიის ბილეთი ან მომგებიან თამაშში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი ითვლება არალეგალიზებულად, თუ მასზე არ არის აღნიშნული სამინისტროს მიერ დასმული დამცავი ნიშანი ან არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

7. იმ შემთხვევაში, თუ თამაშობაში მონაწილეობის დამადასტურებელ დოკუმენტზე მისი სახის ან ფორმის გამო (ხუფები, სტიკერები, ჟეტონები, ეტიკეტები და სხვა) შეუძლებელია სალეგალიზაციო დამცავი ნიშნის დასმა, სამინისტრო ლეგალიზაციას ახორციელებს საკონტროლო გადათვლის გზით, რაზეც დგება შესაბამისი აქტი.

8. ლატარიის ბილეთების და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების ლეგალიზაციის შემდეგ დგება სათანადო აქტი (დანართი №2), რომელიც ადასტურებს აღნიშნული დოკუმენტების ლეგალიზაციის ფაქტს.

    მუხლი 4. დალუქვა

1. სავალდებულო დალუქვა – იმ შემთხვევაში, თუ ლატარიის, წამახალისებელი გათამაშების საპრიზო ფონდის გათამაშებამდე არ მოხერხდა ყველა ბილეთის რეალიზაცია, ორგანიზატორის მიერ იქმნება დამლუქავი კომისია, სადაც მივლინებული იქნება სამინისტროს წარმომადგენელი (დამლუქავი კომისიის თავმჯდომარის ან მოადგილის სტატუსით), რომელმაც უნდა აღრიცხოს და დალუქოს გათამაშებამდე ერთი დღით ადრე რეალიზაციის გარეშე დარჩენილი ბილეთები, გარდა სპეციალური ტექნოლოგიით აღჭურვილი ლატარიისა.

2. სხვა შემთხვევაში განაღდებული, გაუქმებული, არარეალიზებული ბილეთების, მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების, დოკუმენტების დალუქვა ხდება შემკვეთის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე (სამინისტრო ორგანიზაციასთან შეთანხმებით განსაზღვრავს დალუქვის დროს).

3. განაღდებული, გაუქმებული, არარეალიზებული, ლატარიის და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელი ბილეთების, დოკუმენტების, მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების, დოკუმენტების დალუქვა ითვალისწინებს შემკვეთის მიერ ზემოთ ჩამოთვლილი სალიკვიდაციო დოკუმენტების აღრიცხვას, რაზეც ივსება უწყისი (დანართი №1) ორ პირად შემკვეთის ხელმოწერებით და თავსდება დალუქულ ამანათში (ტომარაში).

4. აღრიცხული სალიკვიდაციო დოკუმენტები ილუქება სამინისტროს ბეჭდით და ფორმდება შესაბამისი ოქმი ორ ეგზემპლარად კომისიის ყველა წევრის ხელმოწერით, რომლის ერთი პირი რჩება სამინისტროს.

    მუხლი 5. სალიკვიდაციო დოკუმენტების მიღების და შენახვის წესი

1. სალიკვიდაციო დოკუმენტები მიიღება ტომრებით ან ამანათებით (შემდგომში _ ამანათი) მინისტრის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) დანიშნულ საცავზე პასუხისმგებელი პირის მიერ. ამანათი (ტომარა) ილუქება გამომგზავნის ბეჭდით. იმ შემთხვევაში, თუ დამლუქავ კომისიაში მივლინებულია სამინისტროს თანამშრომელი, მაშინ სალიკვიდაციო დოკუმენტები უნდა იყოს დალუქული ფინანსთა სამინისტროს ბეჭდით.

2. ამანათს თან უნდა ახლდეს ორ ეგზემპლარად შევსებული უწყისი (დანართი №1).

3. ამანათებში მოთავსებული სალიკვიდაციო დოკუმენტები დალაგებული უნდა იყოს ას ცალად და ათას ცალად, რომელთა ბანდეროლებსაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს დამთვლელის ხელის მოწერა.

4. სალიკვიდაციო დოკუმენტების წარმომდგენმა პირმა სამინისტროს უნდა წარუდგინოს გათამაშების ცხრილები და სალიკვიდაციო დოკუმენტების გაუქმების მიზეზი (წარმოადგინოს აქტი თითოეულ სალიკვიდაციო დოკუმენტზე თუ რამდენად მართლზომიერად მოხდა მათი გაუქმება).

5. იმ შემთხვევაში, თუ შემკვეთს, სხვადასხვა მიზეზების გამო, არ შეუძლია საუტილიზაციო დოკუმენტების ჩაბარება სამინისტროში (მინის ტარაზე მიკრული ეტიკეტები, თავსახურები, დოკუმენტების ძალიან დიდი რაოდენობა ან სხვა) სამინისტროს შეუძლია შექმნას გასვლითი საუტილიზაციო კომისია. აღნიშნული კომისია უტილიზაციას განახორციელებს შემკვეთის შენობაში ან მის ტერიტორიაზე, რაზეც ორ ეგზემპლარად დგება აქტი საუტილიზაციო კომისიის წევრების ხელმოწერით.

6. სალიკვიდაციო დოკუმენტები ბარდება ექსპერტიზის ჩასატარებლად დანართი №1-ით დადგენილი ფორმით. ლატარიის ბილეთები, მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები გაყალბების თავიდან აცილების მიზნით უნდა იყოს ლეგალიზებული.

7. ფოსტის ან მსგავსი საშუალებებით (შემდგომში – გადამზიდველი) გამოგზავნილი ამანათების მიღება ევალება საცავზე პასუხისმგებელ პირს. ამანათის მისაღებად ის ვალდებულია შეამოწმოს თითოეული მათგანის შეფუთვის, ლუქის, შემოსაკრავის მთლიანობა და სადაზღვევო შეფასება.

8. თუ ამანათის შეფუთვა, ლუქის ბეჭედი და შემოსაკრავი დაზიანებულია, იგი იხსნება და ფურცლობრივი გადათვლით მოწმდება საცავზე პასუხისმგებელი პირის და ორგანიზაციის წარმომადგენლის მიერ. ფურცლობრივი გადათვლის შედეგები უნდა შეედაროს თანდართული უწყისის (დანართი №1) მონაცემებს. შეფუთვადაზიანებული ამანათების გახსნაზე და მასში მოთავსებული სალიკვიდაციო დოკუმენტების შემოწმების შედეგებზე დგება ოქმი ორ ეგზემპ-ლარად, რომელსაც ხელს აწერენ პასუხისმგებელი პირი და გადამზიდველის წარმომადგენელი. ხელმოწერა დადასტურებული უნდა იყოს ორგანიზაციის და სამინისტროს ბეჭდებით, აქტის ერთი ეგზემპლარი თან ერთვის ამანათებთან ერთად შემოსულ საბუთებს, ხოლო მეორე რჩება ორგანიზაციაში.

9. თუ შეფუთვადაზიანებულ ამანათებში აღმოჩნდა სალიკვიდაციო დოკუმენტების დანაკლისი, მაშინ ამანათების გახსნაზე დგება ოქმი სამ ეგზემპლარად. ოქმის ერთი ეგზემპლარი თან ერთვის ამანათებთან ერთად შემოსულ საბუთებს, მეორე რჩება ორგანიზაციაში, ხოლო მესამე ეგზავნება გამომგზავნ დაწესებულებას გადამზიდველისადმი პრეტენზიის წარსადგენად. ამ შემთხვევაში საცავზე პასუხიმგებელი პირი ამანათების მიღებაზე ხელის მოწერისას აკეთებს აღნიშვნას ,,მიღებულია ოქმით“, ხოლო ამანათი, რომელშიც აღმოჩნდა დანაკლისი, მიიღება მასში ფაქტობრივად არსებული სალიკვიდაციო დოკუმენტების ოდენობით.

10. სამინისტროში მოტანილი სალიკვიდაციო დოკუმენტებიანი ამანათები უნდა ჩაბარდეს საცავზე პასუხისმგებელ პირს, რაზეც იგი გასცემს შესაბამის ცნობას (დანართი №3). ცნობაში აღინიშნება, რომ ამანათში მოთავსებული სალიკვიდაციო დოკუმენტები მიღებულია ექსპერტიზა-უტილიზაციისათვის.

11. სამინისტროს მიერ მიღებულ ამანათებს საცავზე პასუხისმგებელი პირი რიგითობის დაცვით ატარებს ჟურნალში (დანართი №4).

12. სალიკვიდაციო დოკუმენტების მიღების დამადასტურებელი ცნობის ყუაზე დაისმება რიგითი ნომერი, რომლითაც ის ჩაიწერება ჟურნალში.

13. ყოველ ამანათზე უნდა გაკეთდეს წარწერა იმ რიგითი ნომრების მიხედვით, რომელიც გატარებულია ჟურნალში, რის შემდეგაც ამანათი უნდა მოთავსდეს საცავში ან ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაეცეს ექსპერტს.

14. ამანათები შესამოწმებლად გადაცემამდე არ იხსნება და ინახება პირვანდელი შეფუთვით.

15. საცავში ამანათების შეტანა-გამოტანა ხორციელდება საცავის პასუხისმგებელი პირის მიერ.

    მუხლი 6. სალიკვიდაციო დოკუმენტების ექსპერტიზა

1. საცავზე პასუხისმგებელი პირი ამანათს შესამოწმებლად გასცემს ექსპერტზე; აღინიშულის შესახებ შესაბამისი მითითება უნდა გაკეთდეს ჟურნალში.

2. დიდი მოცულობის ამანათის შემოწმება შეიძლება დაევალოს ორ ან მეტ ექსპერტს. თუ ამანათები მცირე მოცულობისაა, დასაშვებია ერთ ექსპერტზე რამდენიმე ცალის გაცემა, მაგრამ არ შეიძლება ერთდროულად ერთზე მეტი ამანათის გახსნა და შემოწმება (გასინჯვა).

3. შემკვეთის ოფიციალურ წარმომადგენელს შეუძლია დაესწროს მის მიერ წარმოდგენილი ამანათის გახსნას და შემოწმებას. იმ შემთხვევაში, როდესაც წარმომადგენელი გამოთქვამს სურვილს მის მიერ მოტანილი ამანათების შემოწმების დასწრებაზე და დადგენილ ვადაში არ გამოცხადდება, სამინისტრო უფლებამოსილია წარმომადგენლის გარეშე შეასრულოს თავისი მოვალეობა.

4. საცავიდან ამანათების მიღებისას ექსპერტი ვალდებულია ყურადღებით გასინჯოს ამანათის შეფუთვა და ლუქის ბეჭდის მთლიანობა, თუ ისინი დაზიანებულია, მაშინ ამანათის გახსნა და შემოწმება ხდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი პასუხისმგებელი პირის და საცავზე პასუხისმგებელი პირის თანდასწრებით. ასეთი ამანათების გახსნაზე დგება ოქმი, სადაც დაწვრილებითაა ნაჩვენები შეფუთვის, დაზიანების მიზეზები და შემოწმების შედეგები. ოქმზე ხელს აწერს სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირი და საცავზე პასუხიმგებელი პირი. თუ შემოწმებით აღმოჩნდა დანაკლისი ან მეტობა, შესაბამისი სხვაობა უნდა აღინიშნოს დანართ №1-ში განსაზღვრულ უწყისში (აქტის მხარეს).

5. მოგებახვედრილი ან გასანადგურებელი სალიკვიდაციო დოკუმენტების შემოწმება უნდა მოხდეს ფურცლობრივად და გაცემული თანხის სისწორის დასადგენად უნდა შედარდეს ოფიციალურ ცხრილს.

6. სალიკვიდაციო დოკუმენტების ფურცლობრივი გადათვლის დროს ექსპერტი ვალდებულია გასინჯოს:

ა) რაოდენობა და თანხა;

ბ) მათი უტყუარობა (ნამდვილობა) და გადახდის სისწორე;

გ) გაუქმების მიზეზი და სისწორე;

დ) არის თუ არა ლატარიის ბილეთები და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები ლეგალიზებული.

7. ექსპერტიზის დროს დოკუმენტებზე არსებული დამცავი ნიშნები უნდა შედარდეს სამინისტროს მიერ შეთანხმებულ დამცავ ნიშნებთან. დამცავი ნიშნები თავისუფლად უნდა ისინჯებოდეს. ციფრების განლაგების ადგილზე არ უნდა იყოს ლაქები. ზემოაღნიშნული პირობების დარღვევის შემთხვევაში სალიკვიდაციო დოკუმენტების უტილიზაცია არ მოხდება.

8. თუ დაზიანებული სალიკვიდაციო დოკუმენტი გაყოფილია რამდენიმე ნაწილად და შეწებებულია, მაშინ უნდა დადგინდეს, რომ შეწებებული დოკუმენტის ერთი ნაწილი შეადგენს ნახევარზე მეტს, ხოლო დანარჩენი ნაწილები ეკუთვნის ამავე სალიკვიდაციო დოკუმენტს.

9. შემოწმების დროს გამოვლენილი ყალბი დოკუმენტები, აგრეთვე ის დოკუმენტები, რომლებიც არ იქნა მიღებული სალიკვიდაციოდ, ამოიღება შეკვრიდან. აღნიშნულის შესახებ შესაბამისი მითითება უნდა გაკეთდეს შესაბამის უწყისში (დანართი №1-ში). შემოწმების შედეგებზე უნდა შედგეს ოქმი ორ ეგზემპლარად, რომელსაც ხელს აწერენ ექსპერტები და სამინისტროს პასუხისმგებელი პირი.

10. ექსპერტი უფლებამოსილია გამოვლენილ ყალბ სალიკვიდაციო დოკუმენტზე გასცეს შესაბამისი წერილობითი დასკვნა.

11. სალიკვიდაციო დოკუმენტები, რომლებზედაც გადახდილია ნაკლები ან ზედმეტი თანხა, უბრუნდება გამომგზავნს იმ პირების დასადგენად, რომლებმაც დაუშვეს შეცდომა. დიდი თანხით გასანაღდებელი (ათასი ლარი და მეტი) სახელმწიფოს მიერ გამოშვებული სალიკვიდაციო დოკუმენტები, რომლებიც ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ ექვემდებარება უტილიზაციას, გამნაღდებელი დაწესებულების მიერ იგზავნება სამინისტროში ექსპერტიზისათვის, რის შემ-დეგაც უბრუნდება გამომგზავნს განაღდებისათვის, შემდეგ კი სამინისტროს უტილიზაციისათვის.

12. ამანათის შემოწმების პროცესში გამოვლენილი დარღვევები ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციას აქტის შესაბამის გრაფაში – ,,განსაკუთრებული შენიშვნები“ (დანართი №1).

13. ამანათების შემოწმების დამთავრების შემდეგ მიღებულ შედეგებს ექსპერტები ადარებენ უწყისების (დანართი №1) ჩანაწერებს. დაუშვებელია უწყისში  გადასწორება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეცდომით ნაჩვენები თანხები ცალკეული სალიკვიდაციო დოკუმენტების მიხედვით არ ცვლიან საერთო ჯამს (მექანიკური შეცდომების ჩათვლით). ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი ექსპერტის მიერ მითითებული უნდა იყოს აქტის გრაფაში ,,განსაკუთრებული შენიშვნები“ (დანართ №1-ში).

14. შემოწმების შედეგები აღინიშნება ჟურნალში და უწყისში (დანართი №1-ის აქტის მხარეს).

15. შემოწმების დამთავრების შემდეგ დგება აქტი დანართი №1-ის შესაბამისად. აქტს მიეცემა ის ნომერი, რომლითაც შემოწმებული ამანათი რეგისტრირებულია ჟურნალში.

16. შემოწმებულ ამანათს ექსპერტი გადასცემს საცავზე პასუხისმგებელ პირს, რომელიც ამანათის მიღებას ადასტურებს ჟურნალში ხელის მოწერით. საცავზე პასუხისმგებელმა პირმა ჟურნალში უნდა ჩაწეროს თანხა და რაოდენობა, რომელიც ედრება უწყისში ჩაწერილ მონაცემებს (დანართი №1 აქტის მხარეს). შედეგების შემოწმების შესახებ სამინისტროს ბეჭდიანი აქტის ერთი ეგზემპლარი უბრუნდება გამომგზავნს, ხოლო მეორე ინახება სამინისტროში. სალიკვიდაციო დოკუმენტები, რომლებიც ექვემდებარება უკან დაბრუნებას ან შემოწმდა და არ განადგურდა, საცავზე პასუხისმგებელი პირის და შემმოწმებელი ექსპერტის თანდასწრებით ილუქება თანდართულ დანართ №1 აქტთან ერთად.

17. თუ სალიკვიდაციო დოკუმენტები სამინისტრომ არ მიიღო, ისინი ექვემდებარება უკან დაბრუნებას, რაზეც დგება ოქმი ორ ეგზემპლარად ექსპერტებისა და სამინისტროს შესაბამისი პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით. უკან დასაბრუნებელ სალიკვიდაციო დოკუმენტებს ამანათებში ათავსებს და ლუქავს საცავზე პასუხისმგებელი პირი ექსპერტის თანდასწრებით.

18. ლატარიის ან მომგებიან თამაშობებში მონაწილე დამადასტურებელი დოკუმენტების შემოწმების დროს სამინისტროს ექსპერტები ვალდებულნი არიან იხელმძღვანელონ ამ მომგებიან თამაშობებში მოგებების გაცემის დადგენილი წესებით.

19. უკან დაბრუნებას ექვემდებარება ყალბი დოკუმენტები, აგრეთვე ის დოკუმენტები, რომლებზედაც გაცემულია ზედმეტი ან ნაკლები თანხა, გადასწორებულია საანგარიშსწორებო შტამპი ან მათზე გადახდილი თანხა, რაც გაფორმებული არ არის შესაბამისად და სხვა. აღნიშნულ შემთხვევაში დგება ოქმი ორ ეგზემპლარად ექსპერტებისა და ფინანსთა მინისტრის შესაბამისი პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით.

20. იმ შემთხვევაში, თუ გამომგზავნი არ შეასრულებს ინსტრუქციის მოთხოვნებს და ამასთან გამოვლინდება ყალბი დოკუმენტები, სამინისტრო უფლებამოსილია საკითხი რეაგირებისათვის გადასცეს შესაბამის ორგანოებს.

    მუხლი 7. სალიკვიდაციო დოკუმენტების უტილიზაცია

1. უტილიზაციას აწარმოებს ექსპერტი ან ექსპერტთა ჯგუფი და საცავზე პასუხისმგებელი პირი. უტილიზაციაში მონაწილეობის მიღება აგრეთვე შეუძლია შემკვეთის წარმომადგენელს. უტილიზაციაზე დგება აქტი ერთ ეგზემპლარად (დანართი №5), რომელშიც მითითებულია დღის განმავლობაში განადგურებული ყველა ამანათის მონაცემი. უტილიზაციის აქტში ექსპერტს წინასწარ შეაქვს ნომრები რათა მათი უტილიზაცია მოხდეს ერთ დღეში. სალიკვიდაციო დოკუმენტების განსაკუთრებით დიდი რაოდენობით დაგროვების შემთხვევაში, მათი უტილიზაცია ხდება კვირაში რამდენჯერმე.

2. საცავზე პასუხისმგებელი პირი უტილიზაციისათვის გამზადებულ ამანათებს გადასცემს ექსპერტს, იმ პირების თანდასწრებით, რომლებიც უნდა დაესწრონ უტილიზაციას.

3. თუ მიღების დროს აღმოჩნდა, რომ შეფუთვის ან ლუქის ბეჭდები დაზიანებულია, ტომრები უნდა გაიხსნას და გაისინჯოს მასში მოთავსებული ამანათების რაოდენობა და ლუქის ბეჭდის მთლიანობა, ამასთან ერთად ამანათების რაოდენობა და თანხა უნდა შედარდეს უწყისის მონაცემებს (დანართი №1  აქტის მხარეს). თუ ამანათების შეფუთვა და ლუქის ბეჭდები დაზიანებულია, მაშინ ამანათებში მოთავსებული დოკუმენტები უნდა შემოწმდეს ფურცლობ-რივად და გაისინჯოს მათი ანაზღაურების სისწორე.

4. ის პირები, რომლებიც მონაწილეობენ უტილიზაციაში, ადგილზე მისვლისას ამოწმებენ ამანათების შეფუთვის და ლუქის ბეჭდების სიმრთელეს. იმ შემთხვევაში, თუ ამანათის შეფუთვა ან ლუქის ბეჭედი დაზიანებულია, ასეთი ამანათები ბრუნდება და მოწმდება ხელმეორედ.

 

 

 

 

                                                                                                 

 


 

დანართი №1    

----------------------------------------------------------------------                                                                                  

           დაწესებულების დასახელება

 

 

უწყისი №

განადგურებული, გაუქმებული, არარეალიზებული, ლატარიის

და სხვა მომგებიან თამაშებებში მონაწილეობის

დამადასტურებელი ბილეთების, დოკუმენტების, მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების,

დოკუმენტების გასანადგურებლად

 

   200  წ. ,,---------’’-----------------------                                            200  წ. ,,---------’’---------------------------------

                                                                            (კვარტალის ან თვის დასახელება)

სალიკვიდაციო დოკუმენტების დასახელება

რაოდენობა

ნომინალური ღირებულება

გადახდილი თანხა

რაოდენობა

თანხა

1

2

3

4

5

6

7

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(სალიკვიდაციო დოკუმენტის საერთო თანხა სიტყვიერად)

 

დირექტორი-------------------------------------------------------

                             ბ.ა.

200 წ.-------------------------------------------------------

აქტი №

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროში შემოსული                      200  წ. ,, -------’’ --------------------    

სალიკვიდაციო დოკუმენტების შემოწმების შედეგებზე

 

ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის

 

    სპეციალისტებმა  -------------------------------------------------------  ვაწარმოეთ   --------------------------------------------------------

                                                                  (სახელი, გვარი)                                                   (დაწესებულების დასახელება)

 

ექსპერტიზის შედეგად დადგინდა:

 

 

 

 

 

 

 

 

უწყისის მიხედვით

 

 

 

ფაქტობრივი

 

 

 

მეტობა

 

 

 

დანაკლისი

 

 

 

ექვემდებარება უკან დაბრუნებას

 

 

1

 

 

რაოდენობა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2

 

 

თანხა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

3

 

ექვემდებარება განადგურებას

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

    -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(გასანადგურებელი რაოდენობა და თანხა სიტყვიერად)

     განსაკუთრებული შენიშვნები: ---------------------------------------------------------------------------------------------------------------

     ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

     ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

                                                              ბ.ა                      სპეციალისტები   

 

     ,,----------’’ ------------------------------------ 200    წ.            

                  უტილიზაციის თარიღი

 

 

 

 

 

 

 


დანართი № 2

 

აქტი №

 

ქ. თბილისი                                                            ,, ------ ’’ ---------------------------  200  წ.

 

ჩვენ,  ქვემოთ ხელის მომწერნი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს

ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის

----------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------

ვადასტურებთ, რომ ლეგალიზებულია

----------------------------------------------------------------------------------------------------

 

----------------------------------------------------------------------------------------------------

 

რაოდენობით ----------------------------------------------------------------------- ცალი

ნუმერაციით ----------------------------------------------------------------------------------

 

ლეგალიზაცია ჩაუტარდა N ----- შტამპით ბილეთის წინა (უკანა) მხარეს.

 

 

                            სპეციალისტი:

 

                           შემკვეთი:

 


 

 

დანართი №3

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

ცნობა №

 

                                 ’’-----------’’--------------------------------------- 200  წელი

 

მიღებულია  -----------------------------------------------------------------------------------------------

(ორგანიზაციის დასახელება, გვარი და სახელი)

 

---------------------------------------------------------------------------------------------------------------

(დოკუმენტების დასახელება და ამანათების რაოდენობა)

 

 

ბ.ა.                                  ხელმოწერა   1. საცავზე პასუხისმგებელი -----------------------------------

                                                                                                     პირი         (მიმღები)

 

                                                                 2. ჩამბარებელი     ----------------------------------------------


ამანათების აღრიცხვის ჟურნალი                                                                    დანართი №4

 

     

 

 

ამანათის მიღების თარიღი

ორგა-ნიზა-ციის დასა-ხელება

ამანათის ნომერი

საცავზე პასუხის-მგებელი პირის ხელმოწერა ამანათის მიღებაზე

სპეციალის-ტების ხელმოწერა ამანათის მიღებაზე და შემოწმებაზე

რაო-დენობა

თანხა

საცავზე პასუხისმგე-ბელი პირის ხელმოწერა ამანათის მიღებაზე შემოწმების შემდეგ

გასანად-გურებელი ამანათის ნომერი

საცავი-დან გაცემის თარიღი

საუტი-ლიზა-ციო დოკუ-მენტების დასახე-ლება

შენიშვნა

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


200  წელი  ,,------”----------------------------                                                                                                                                  დანართი №5             

         

აქტი N

განაღდებული, გაუქმებული, არარეალიზებული, ლატარიის და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის

დამადასტურებელი ბილეთების, დოკუმენტების, მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების,

დოკუმენტების განადგურებაზე

   ჩვენ,  ქვემოთ ხელის მომწერნი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური

პოლიტიკის დეპარტამენტის  -----------------------------------------------------------------------------------  

ვადგენთ აქტს მასზედ, რომ 200  წლის ----------------------------- იყო განადგურებული საცავიდან

მიღებული ამანათის №  -------------------------------------------------------------------------------------------

ამანათებში აღმოჩნდა:

ამანათის ნომერი

საუტილიზაციო დოკუმენტის დასახელება

რაოდენობა

თანხა

ორგანიზაციის დასახელება

შენიშვნა

1

2

3

4

5

6

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სულ განადგურებულია  ------------------------------------------ ამანათი სალიკვიდაციო დოკუმენტებით

 

 საერთო თანხით (ლარებში)  --------------------------------------------------------------------------------------

 

 რაოდენობა   -------------------------------------------------------------------------------------------------------

 

 სპეციალისტი                                       

 

სპეციალისტი