„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესის დამტკიცების შესახებ" ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 6 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/06/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.128.016579
6
01/06/2026
ვებგვერდი, 03/06/2026
010250020.35.128.016579
„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესის დამტკიცების შესახებ" ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 6 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
 
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2026 წლის 1 ივნისი

დაბა ხარაგაული       

„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 6 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესის დამტკიცების შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 6 თებერვლის №11 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 07/02/2023, სარეგისტრაციო კოდი: 0102500. 20.35.128.016492) შეტანილ იქნეს შემდეგი  ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა ქვეპუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა დახმარების მიღების მიზნით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ჩერნობილის ა/ელექტროსადგურის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) საბანკო ანგარიში.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ახალშობილთა ოჯახების დახმარება პირველი და მეორე ბავშვის შეძენისას ერთჯერადად განისაზღვრება 500 ლარის ოდენობით, მესამე და მეოთხე ბავშვის შეძენისას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო მეხუთე და მეტი შვილის შეძენისას დახმარება განისაზღვრება  2000 ლარის ოდენობით. ტყუპების შეძენის შემთხვევაში თითოეულ ბავშვზე  გაიცემა ზემოთ ხსენებული რიგითობის შესაბამისად განსაზღვრული  თანხა.“.

მუხლი 2
 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემანანა ბარბაქაძე